რელიგია
სომხური ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, დღეს სომხური მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს.

„ჯვართამაღლება ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულთაგან უმნიშვნელოვანესია, რადგან ტყვეობიდან ჯვრის დაბრუნებისადმია მიძღვნილი. ჯვართამაღლება სომხური ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგანია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს ჯვართამაღლებას“, - აღნიშნულია მილოცვაში.
| Print |