რელიგია
"მესხეთის უძველესი მიწიდან გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს" – მეუფე თეოდორე

ახალციხის და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა და დალოცა. მრევლს შობა მიულოცა რელიგიის სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე–ჯავახეთში, ელვარდი ზაზაძემაც.

წმ. შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო მსახურება 00:00 საათზე დაიწყო. ახალციხის მსგავსად, საშობაო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ერთსა და იმავე დროს აღევლინა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ, თავის საშობაო ეპისტოლეში ყურადღება ომზე, ხელოვნურ ინტელექტსა და თანამედროვეობის სხვადასხვა გამოწვევებზე გაამახვილა.

| Print |