17 მაისს, ფეხით მსვლელობა ახალციხეშიც გაიმართება
ფოტო არქივიდან
17 მაისს, 13:00 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინება პარაკლისი. შემდეგ დაიწყება მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.
ამასთან დაკავშირებით, ქალაქ ახალციხეშიც, 12:00 საათზე გაიმართება ლოცვითი მსვლელობა ახალციხის ამაღლების სახელობის ტაძრიდან წმ. შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრამდე.