სამართალი
ახალციხეში ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა
ავტოავარია მოხდა ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, სხეულის დაზიანება არც ერთი მანქანის მგზავრს არ მიუღია, თუმცა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
| Print |