სამართალი
გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, დანაშაულის სტატისტიკა 31,56% არის გაზრდილი
შსს-ს მონაცემებით, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა, იანვარ - თებერვალში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 31.56%-ით არის გაზრდილი - მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობამ 11 671 შეადგინა, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში 8 871 დანაშაულია რეგისტრირებული.

ამავდროულად, შემცირებულია დანაშაულის გახსნის სტატისტიკა.

2019 წლის იანვარ-თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილია რეგისტრირებულ დანაშაულთა 24.07%, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გახსნილია რეგისტრირებულ დანაშაულთა 31.07%.
| Print |