სამართალი
სოფელ ზიკილიაში პირუტყვის ქურდობა გრძელდება
საქონელი ამჯერად გაჩეჩილაძეების ოჯახს მოპარეს.
ზაირა გაჩეჩილაძემ პირუტყვის დაკარგვის ამბავი სამართალდამცველებს 21 მარტს შეატყობინა.

,,20 მარტს მინდორში საქონელი გავუშვი, მაგრამ სახლში არ დაბრუნებულა. კვალიც არსად არის, ალბათ მოიპარეს“ - ამბობს დაზარალებული.

მოსახლეობა ამბობს, რომ საქონლის საძოვარზე გაშვების ეშინიათ, რადგან საღამოს პირუტყვის ნაწილი უკან აღარ ბრუნდება.

მსხვილფეხა პირუტყვის მოპარვის ფაქტი სამართალდამცველებს პირველად რვა მარტს რობერტ გაჩეჩილაძის ოჯახმა შეატყობინა.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
| Print |