სამართალი
ახალქალაქში სამლოცველოს დარბევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ახალქალაქის მუნიციპალილტეტის სოფელ ხულგუმოსთან, სამლოცველოს დარბევის ფაქტზე, ახალქალაქის პოლიციის სამმართველომ საქმის მოკვლევა დაიწყო.



გამოძიება სსკ-ის 259 სეკუნდი მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

შეგახსენებთ, რომ სამლოცველოში ადგილობრივებს ხატები დაზიანებული, ქანდაკებები კი დამსხვრეული დახვდათ.

 


| Print |