სამართალი
ავარიის შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა
ახალდაბასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამართდამცველების პიკაპი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად ბორჯომის რაიონული სამმართველოს ორი პოლიციელი დაშავდა.

გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
| Print |