სამართალი
ავარია ახალქალაქში მსხვერპლით დასრულდა
4 მაისს ვაჩიანის გზატკეცილთან მომხდარი ავარიის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი დაშავდა. დამწვარია მსუბუქი ავტომობილი. ამის შესახებ ინფორმაციას Jnews - ავრცელებს.
"ღამის 1:00 საათისთვის სასწრაფო გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა რომ მივიდა, მანქანას უკვე ცეცხლი გაუჩნდა და ახალგაზრდა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანარჩენები უკვე მანქანიდან იყვნენ გადმოსული" - აცხადებენ jnews - ში.
დაშავებულები სასწარფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ორი მათგანი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი კი ახალქალაქის ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას.
მათივე ინფორმაციით, მომხდარი შემთხვევის მიზეზი უცნობია.
გააზიარეთ :