სამართალი
"იმედიდან" გათავისუფლებულმა ექიმმა კლინიკას დავა მოუგო
ახალციხის კლინიკა "იმედიდან" გათავისუფლებული ექიმის ვიოლეტა ინასარიძის საქმეზე მოსამართლე მაია ჯავახიშვილმა გადაწყვეტილება გამოცხადა, რომლის თანახმადაც ექიმის მიერ შეტანილი სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მხარის ადვოკატის ბონდო ვათიაშვილის განმარტებით, ისინი კლინიკისგან სამსახურში აღდგენას, განაცდურის ანაზღაურებასა და მორალური ზიანისთვის კომპენსაციას მოითხოვდნენ.

"განაცდურის ოდენობაც დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 800 ლარი დაეკისროს საავადმყოფოს. აღდგენაზე უარი გვითხრა, მაგრამ ამის საკომპენსაციოდ 1800 ლარი დააკისრა კლინიკას",- განუმარტა "მეცხრე არხს" ბონდო ვათიაშვილმა.

ექიმი კლინიკა "იმედს" უკანონო გათავისფლებას თითქმის ერთი წელია ედავება. ვიოლეტა ინასარიძე ადმინისტრაციამ 2021 წლის 1-ელ ივლისს შინაგანაწესის დარღვევის გამო გაათავისუფლა. თუმცა ამას წინ უძღვოდა ახალციხეში ექთნის გარდაცვალება, რომელიც "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ, კომაში ჩავარდა. ამცრელი კაბინეტის ექიმი სწორედ ვიოლეტა ინასარიძე იყო. კლინიკა "იმედი" მის გათავისუფლებას ექთნის გარდაცვალებასთან არ აკავშირებს.

ვიოლეტა ინასარიძესთან ერთად კლინიკის ადმინისტრაციამ გაათავისუფლა მეგი ბაქრაძის საქმეში ფიგურანტი კიდევ ერთი მედიკოსი - ექიმი რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური. დამწყები რეანიმატოლოგი ბექა ლიპარტელიანი კი შემთხვევის შემდეგ სამედიცინო სფეროდან წავიდა

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.