სამართალი
ციხეში ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება - კიდევ რა შეიცვალა კოდექსში?
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ახალი პენიტენციური კოდექსის თანახმად, ციხეში ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება. ამის შესახებ ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ კოდექსზე მუშაობა დასრულებულია და ის პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.

ბრეგაძის განმარტებით, ამჟამინდელი მდგომარეობით პაემნებისთვის სრულწლოვანი პატიმრები 60 ლარს, არასრულწლოვანი პატიმრები კი, 30 ლარს იხდიან, რაც ახალი პენიტენციური კოდექსის თანახმად გაუქმდება.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პროექტი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობა გადაჰყავს კიდევ უფრო მეტად მაღალ ხარისხზე. იუსტიციის მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გაუსვა ხაზი: ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა; ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო − დღეს 60 ლარის გადახდა უწევს სრულწლოვან მსჯავრდებულებს, არასრულწლოვნებს კი − 30 ლარის; გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას მიენიჭება უმაღლესი განათლების მიღების უფლება და, შესაბამისად, ის ინოვაციური პროექტი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დაიწყო − „ციფრული უნივერსიტეტი", ხელმისაწვდომი გახდება მსჯავრდებულთა ფართო მასებისთვის; იზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა, რაც მსჯავრდებულებს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს; გათანაბრდება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობები, რაც უდავოდ პროგრესული და წინგადადგმული ნაბიჯია; პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს; ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე და ყველა მოსამსახურე, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებს წელთა ნამსახურობის დანამატს, რაც მათ სახელფასო პირობებზე დადებითად აისახება.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.