სამართალი
ბორჯომში ხუთამდე მაღაზია გაქურდეს
ბორჯომის ცენტრში სავარაუდოდ გვიან ღამით ხუთამდე მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა ხორცის, სურსათის, ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს.

მეპატრონეებს დილით კარი ღია დახვდათ. ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელის თქმით წაღებულია მცირედი თანხა. მაღაზიის მეპატრონეებმა ტელეკომპანია „ბორჯომთან“ სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს.
| Print |