სამართალი
ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია
10 ივლისს, სოფელ აგარასთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ 'მეცხრე არხს" კლინიკა "იმედის" მენეჯერმა მზია კაკოშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 10 ივლისს მოხდა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. 


შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |