სამართალი
ახალციხეში ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა გზაზე ბავშვების გადარბენამ გამოიწვია.

,,სამნი ყოფილან, გზაზე უცებ გადაურბენიათ ბავშვებს, ორი გადავიდა და ისევ გადმოვიდნენ გზაზე, მესამეს ვეღარ მოუსწრია და დასჯახებია, მძიმედ არისო თქვეს"
- ამბობენ თვითმხილველები.

შემთხვევა დაახლოებით 23 საათისთვის მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

დაშავებული ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
| Print |