სამართალი
ავარია მოხდა ახალციხეში
ახალციხეში, 15 თებერვალს, საბარგო სადგურის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები ახალციხის კლინიკა „იმედში“ გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
დღესვე, კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში. მე-5 საჯარო სკოლასთან 10 წლამდე მოსწავლეს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მოზარდი მსუბუქად დაშავდა. მედიკოსების თქმით, მოსწავლეს დღის ბოლომდე გაწერენ კლინიკიდან.
| Print |