სამართალი
ავარია მსხვერპლით დასრულდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მათგან ორს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაეწერნენ. დანარჩენი ორი პირი კლინიკაში რჩება და მათი მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ–ს 276–ე მუხლის მე–8 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
| Print |