ბორჯომში, სოფელ ყვიბისში სასმელი წყლის ხარისხი ამინდზეა დამოკიდებული. წვიმის დროს წყალი იმღვრევა, უარეს შემთხვევაში კი მას ქვეწარმავლები
მოჰყვება. უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი წყალს წყაროებიდან ეზიდება. ყვიბისელები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
წყარო: ტელეკომპანია ,,ბორჯომი"