საზოგადოება
22 მარტი წყლის რესურსების საერთაშორისო დღეა
22 მარტს წყლის რესურსების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

თარიღი გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით მთელ მსოფლიოში 1993 წლის 22 თებერვლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედამიწაზე ეკოსისტემების არსებობისთვის. მტკნარი წყლის მარაგი პლანეტაზე კატასტროფულად იკლებს. გაეროს ექსპერტების მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის ერთი მეექვსედს სუფთა სასმელი წყალი არ მიეწოდება, ბევრ ქვეყანაში კი სასმელი წყალი მხოლოდ იყიდება.

მსოფლიოში 2,4 მილიარდ ადამიანს არ აქვს ცხოვრებისათვის აუცილებელი შესაბამისი სანიტარული პირობები. კლიმატის გლობალური ცვლილებები კი უფრო ართულებს სიტუაციას.

წყლის დღე შეახსენებს ყველას, რომ უნდა გავუფრთხილდეთ წყლის რესურსებს, რაციონალურად და ეკონომიურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები.
| Print |