საზოგადოება
ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს! - შეხვედრა უნივერსიტეტში
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
სტუდენტებმა, ნათია გურჯიშვილმა და მედეა ლომიძემ აუდიტორიას დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე საზოგადოებაში არსებული სტიგმები, სტერეოტიპები და მცადარი შეხედულებები განიხილეს.

ღონისძიების ორგანიზატორი განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ფსიქოლოგიის დოქტორი გულიკო ბექაური იყო.

სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამართული ღონისძიება ჭრელი წინდებით გააფორმეს, რაც ქრომოსომის ფორმას მოგვაგონებს.

მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანები სიმბოლურად ზოლიან წინდებს იცვამენ. ამ აქციით მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მიმართ სოლიდარობას გამოხატავს.


| Print |