საზოგადოება
ახალციხეში, 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

ახალციხეში, 9 აპრილის მემორიალთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად შეიკრიბნენ.

მემორიალთან ახალციხის მერიისა და გამგეობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და 9 აპრილის მოვლენების მონაწილეები არიან.

30 წლის წინ თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მოსახსენიებელი პარაკლისი დეკანოზმა, მამა იოანე გელაშვილმა გადაიხადა. პარაკლისის შემდეგ ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

1989 წლის 9 აპრილს, დილის 04:00 საათზე, თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ, საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი მიტინგი სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და მომწამლავი გაზის გამოყენებით დაარბია. მიტინგის დაშლისას 21 მოქალაქე დაიღუპა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა.

| Print |