საზოგადოება
შლაგბაუმით გაყოფილი ბრძოლა თავისუფლებისთვის
„გავიზარდეთ იმ რწმენით, რომ ვიყავით საბჭოთა ახალგაზრდები. ჩემი სტუდენტობის დროს შემოვიდა პროკლამაციები, ჩუმად დაბეჭდილი ბროშურები და მაშინ გავიგეთ, რომ საქართველო კი არ „გაწითლდა“, არამედ რუსეთმა ომით დაგვიპყრო. ამან გააჩინა მუხტი ახალგაზრდებში“.

დავით ფეიქრიშვილისთვის საქართველოს ისტორია თავდაყირა 30 წლის წინ დადგა. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა, მეგობრებთან ერთად სახელმძღვანელოები დროებით გვერდზე გადადო და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩაება.
ყველაფერი უნივერსიტეტში სტუდენტების გაფიცვით დაიწყო. ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნამ ჯერ უმაღლესი სასწავლებლები, შემდეგ კი საზოგადოება გააერთიანა.

„ახალგაზრდები შიშის გრძნობის გარეშე“ – ასეთად ახასიათებს თამარ გოგოლაძე თავის თაობას, რომელსაც სჯეროდა, ქვეყანას დამოუკიდებლობას მოუტანდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 22 წლის სტუდენტი მეგობრებთან ერთად ისმენდა აკაკი ბაქრაძის ლექციებს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე, რუსეთსა და მის ზრახვებზე საქართველოს მიმართ. თავისუფლების იდეით შეპყრობილებმა გადაწყვიტეს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზა განათლებაზე გადის, რადგან ქვეყნის მოსახლეობა, კვლავ საბჭოთა რუსეთის მიერ დაწერილ საქართველოს ისტორიას სწავლობდა.

ბევრი არ უფიქრიათ, მისიის შესასრულებლად საზღვრისპირა რეგიონი, დანარჩენი საქართველოსგან შლაგბაუმით გამოყოფილი სამცხე-ჯავახეთი აირჩიეს. დაიწყეს ადიგენის სკოლების წიგნებით, კომპიუტერებითა და ლაბორატორიის აღჭურვილობით მომარაგება, დახურულ პროფსასწავლებლების ბიბლიოთეკაში სკოლებისთვის ლიტერატურის არჩევა.

„გვაღიზიანებდა, რომ საქართველოში გვქონდა შლაგბაუმი. საქართველოდან საქართველოში საზღვარი უნდა გადაგველახა. ადიგენში ვკითხულობდით ლექციებს საქართველოს ისტორიაზე, ქართულ ლიტერატურაზე, რომელზეც არ საუბრობდნენ საბჭოთა კავშირის დროს. შეხვედრებს მხოლოდ სკოლის მოსწავლეები არ ესწრებოდნენ“.

შეხვედრების მონაწილეთა შორის ყოველთვის იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. თუმცა წიგნებს ამოფარებული ეროვნული იდეების გავრცელებას ღიად ვერ ეწინააღმდეგებოდნენ.

მოხალისე სტუდენტები ადიგენში 9 აპრილის ტრაგედიამდე სამი დღით ადრე ჩავიდნენ. თამარ გოგოლაძე იხსენებს, რომ უშიშროების სამსახურმა სტუდენტები მოსახლეობასთან შეხვედრაზე არ გაუშვა. ახლა ფიქრობს, რომ მოსალოდნელი არეულობის შესახებ სამცხეში უკვე იცოდნენ. დედაქალაქში ამ დროისთვის, დამოუკიდებლობის მოთხოვნით, მრავალათასიანი მიტინგი იმართებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ახალგაზრდების დაშინების სხვადასხვა ხერხს მიმართავდა, რვა აპრილს ადიგენიდან თბილისში დაბრუნებული სტუდენტები მიტინგს შეუერთდნენ.

„დარჩენა გვინდოდა, მაგრამ მეგობრებმა დარბევამდე ორი საათით ადრე გადაწყვიტეს, რომ სახლში უნდა წავსულიყავით. არ ვიცოდით, რომ დარბევას აპირებდნენ. დილის ხუთ საათზე ეს ამბავი გავიგე და ექვსზე უკვე იქ ვიყავით“, - ამბობს თამარ გოგოლაძე.

1988 წელს, მაშინ როცა ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა ღვივდებოდა, ახალციხეში შვიდი ნოემბრის აღსანიშნად, ლენინის ოთხმეტრიანი, ბრინჯაოს ძეგლი დადგეს. ადგილობრივები იხსენებენ, რომ პროცესში მონაწილეობას წითელყელსახვევიანი ახალგაზრდები და პარტმუშაკები იღებდნენ. ეროვნული მოძრაობის წევრები ფიქრობდნენ, რომ ამ ნაბიჯით საბჭოთა ხელისუფლებას ძალაუფლების დემონსტრირება სურდა.
1989 წლის აპრილში, ნუგზარ მაისურაძის და მისი მეგობრების პროტესტის ფარულ ფორმებს, ადგილობრივი მთავრობა ვეღარ აკონტროლებდა. ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე მდგარი, მუდმივად შეღებილი ლენინის ძეგლი კი რუსი სამხედროების უკმაყოფილებას იწვევდა.

„ახალციხეში რუსული ჯარი იდგა. ძეგლის უკან გენერლები ცხოვრობდნენ. როცა ხედავდნენ ახალგაზრდები ძეგლს საღებავებით სვრიდნენ, ძალიან ღიზიანდებოდნენ. პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით, ღამის სამ საათზე ძეგლი მოვახსნევინეთ. ამაზეც რომ არ გაღიზიანებულიყვნენ, მიზეზად რესტავრაცია დავუსახელეთ“, - იხსენებს ვლადიმერ ზედგინიძე, რომელსაც 1989 წელს ახალციხის მილიციის უფროსის პოსტი ეკავა.
კოსტავას ქუჩა ახალციხეში, სადაც 1988-89 წლებში ლენინის ძეგლი იდგა

ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლებისთვის პრობლემა არა მხოლოდ ლენინის შეღებილი ძეგლი იყო. ყოფილი მაღალჩინოსანი იხსენებს, რომ მიმდინარე მოვლენებმა საზოგადოება შლაგბაუმით იზოლირებულ რეგიონშიც კი გაათამამა. ეროვნული სულისკვეთებით დამუხტული ქალების თავდასხმის ობიექტი ახალციხეში გენერლის ცოლი გახდა.

„რუსი გენერლის ცოლს წიგნების მაღაზია ჰქონდა. ქალები მიუვარდნენ და თმით ითრიეს. ამის გამო განსაკუთრებით მობილიზებულები ვიყავით, რომ ასეთ ფაქტებს რუსი ჯარისკაცების მხრიდან გასროლა არ მოჰყოლოდა“.

9 აპრილამდე ორი კვირით ადრე, 20-მდე მილიციელთან ერთად თბილისში მიავლინეს. მათი მიზანი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და დაპირისპირების თავიდან აცილება იყო. მოლოდინი, რომ ახალგაზრდები უკან აღარ დაიხევდნენ და მიმდინარე პროცესები მხოლოდ საპროტესტო აქციებით არ დასრულდებოდა, მთავრობაში თავიდანვე არსებობდა.

„ეს იყო ეროვნული საკითხი და ამ პროცესებს ყველა მხარს უჭერდა. როცა დილით გავიგეთ, რომ ადამიანები დაიღუპნენ, ამას ახალციხეში დიდი გამოხმაურება ჰქონდა. რაბათის ტერიტორიაზე ათასობით მოქალაქემ საპროტესტო აქცია გამართა. იმ დილითვე 15 გარდაცვლილის სურათი დიდ ფორმატზე დავბეჭდე და ახალციხის ციხის კედელზე დავკიდე“.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს საჯარისო-სადამსჯელო ნაწილი გამოჩნდა. ალესილი ნიჩბებითა და ცრემლსადენი გაზით შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. ვლადიმერ ზედგინიძე იხსენებს, რომ მილიციამ რამდენიმე ადგილას დერეფანი გააკეთა და აქციის მონაწილეებს მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გასვლაში დაეხმარა. მისი თქმით, სწორედ ამან შეამცირა 9 აპრილს დაღუპულთა რაოდენობა.

30 წლის წინ, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანი შეეწირა, რომელთა უმეტესობა ქალი იყო. ასობით ადამიანი დაიჭრა და მოიწამლა მხუთავი აირით. 9 აპრილის ტრაგედია საქართველოსთვის არა მხოლოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლოდ, არამედ დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ იქცა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 16 °C
img
ახალქალაქი 10 °C
img
ასპინძა 15 °C
img
ადიგენი 24 °C
img
ბორჯომი 16 °C
img
თბილისი 18 °C
img
აბასთუმანი 15 °C
img
ბაკურიანი 11 °C
img
ნინოწმინდა 10 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.9171
EUR
EUR
1
2.8804
RUB
RUB
100
2.9145
TRY
TRY
1
0.0827
USD
USD
1
2.6859
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertipobet yeni giristipobet güncel giriştipobet günceltipobet tvmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişPusulabetbahiscom girişbahiscom twittersuperbetinbetturkeystarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelercasibombahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobetBetnano hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwingrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahisbuyukbas probiyotiksigara shopbahsegelkavbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbetlunabetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingtarafbetparibahis+18 filmvbetparibahisholiganbetbetebetvbetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10marsbahisbets10meritkingimajbetgrandpashabetbetriyalbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornoSlotellabetvolebets10onwincasibomgrandpashabetMatadorbettruvabetdumanbet girişcasibomtümbetbettiltgrandbettingBetturkey TwitterklasbahiskalebetPerabetholiganbetbaywintarafbetpokerklasyouwinbetpastipobetbetpasbetboobayspinDeneme bonusu veren sitelerlimanbetbetebetmatadorbetxslotxslottarafbetqueenbetsekabetmeritkingbetkanyonbelugabahismarsbahisjojobet7slotsqueenbetbetticketbets10kadıköy travestixslottarafbetinterbahis