გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ახალციხეში, ადიგენში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში დენი გაითიშება.
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხეში თამარაშვილის, დიდიმამიშვილის, მესხეთის, გორგასალის, პეტრე იბერის და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 11:30-დან 12:30 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე - გურამიშვილის, ექვთიმე ათონელის, ივ.ახალციხელის და მიმდებარე ქუჩებზე.
11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ადიგენში რუსთაველის, მესხეთის, დევი ჩადუნელის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ლელოვანი, ყარათუბანი, ამხერი, ჩორჩანი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს აბასთუმანში, ხოლო 12:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს ხევაშენში.
12:30-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხანდო, ალასტანი, გოკიო, თოკი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 13:00 საათამდე - მომხმარებლებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯიგრაშენი, დიდი გონდრიო, მამწვარა, ყულალისი, პატარა გონდრიო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.