საზოგადოება
ავარიისას გარდაცვლილი დაკრძალეს, დაშავებული გოგოს მდგომარეობა გაუმჯობესდა
22 მაისს, ადიგენში მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი დღეს, 27 მაისს დაკრძალეს. ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

20 წლის გოგო, რომელმაც ავარიისას ყველაზე მძიმე დაზიანებები მიიღო, კავკასიის მედიცინის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მკურნალი ექიმების თქმით, დაშავებული კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას ერთი ოპერაცია ყბა-სახის ქირურგმა ჩაუტარა. გახდება თუ არა კიდევ საჭირო ქირურგიული ჩარევა, ეს მოგვიანებით გაირკვევა.

„რეანიმაციულ მეთვალყურეობას საჭიროებს. ვინაიდან პაციენტი საყურადღებოა, დაგეგმილია კვლევების ჩატარება, მათ შორის თავის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც მისი მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ დაიგეგმება“, - გვითხრეს „ევექსის“ პრესსამსახურში.

რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი მათგანი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლიდან უკვე გაწერეს. მეორე კი მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს.

შემთხვევა 22 მაისს, ხულო-ზარზმის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. ერთი პირი გარდაიცვალა, სამი მგზავრი კი დაშავდა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.