საზოგადოება
სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა
ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან, დღეს, 04:16 საათზე 3.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი სოფლიდან 9 კილომეტრში, მიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ბოლო პერიოდში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მომხდარი მიწისძვრები „სხვადასხვა ქანების შეცოცების შედეგად დაგროვილმა ენერგიამ გამოიწვია“. ჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა, ამიტომ აქ მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ფიქსირდება.
„ეს პროცესები მუდმივად მიმდინარეობს საქართველოში, რადგან ქვეყანა სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, შედეგად სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ენერგიის დაგროვება ხდება და ამ ენერგიის გამოთავისუფლება იწვევს მიწისძვრას. ამჯერად დაგროვებული ენერგიის გამოთავისუფლება ჯავახეთის ტერიტორიაზე მოხდა“, – განმარტეს სეისმური მონიტორინგის ცენტრში.
გააზიარეთ :