საზოგადოება
მოხალისეებმა უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება სამხატვრო სკოლაში დაიწყეს
ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად ახალციხეში არამალფუჭებადი სურსათის შეგროვება ახალგაზრდებმაც დაიწყეს.

საქველმოქმედო აქციის იდეა ადგილობრივებს ეკუთვნით. მოხალისეები აგროვებენ ყველაფერს, რაც რუსული შეიარაღებული ძალების მიერ დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება.

ახალგაზრდების იდეას შეუერთდა ახალციხის სამხატვრო სკოლის ადმინისტრაციაც, რომლის შენობაშიც მოხდება ნივთების შეგროვება.

| Print |