საზოგადოება
„გაიღე სისხლი უკრაინისთვის“ - საქველმოქმედო აქცია ახალციხეში
„გაიღე სისხლი უკრაინისთვის“ - ახალციხეში სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. ნებისმიერ მსურველს შეეძლო, რომ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლი ჩაებარებინა.

ორგანიზატორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციაა, რომელმაც ახალციხეში სისხლის გადასხმის საქალაქო სამსხურის წარმომადგენლები ჩამოიყვნა.

ახალციხეში შეგროვებულ ბიოლოგიურ მასალას უკრაინაში, დაჭრილი მოქალაქეების დასახმარებლად გააგზავნიან.

სისხლს აბარებენ სტუდენტები, ლექტორები და რიგითი ახალციხელები. დონაციის აქციაში მონაწილეობა 28 მოქალაქემ მიიღო.

| Print |