SSSS



საზოგადოება
ახალციხის საკრებულოს თანამდებობის პირის შვილის კომპანიამ 9 მლნ ლარამდე სახელმწიფო შესყიდვები მიიღო - TI
ახალციხის საკრებულოში ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარისა და სატენდერო კომისიის წევრის, ნოდარ ტალახაძის შვილისა და რძლის „კომპანია ელ ეს ჯორჯიამ“, 2020-2022 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 8,797,512 ლარი მიიღო. აქედან, 2,935,177 ლარი (33.3%) ახალციხის მერიიდან დაერიცხა. მათ შორის, 2,290,017 ლარზე (78%) ხელშეკრულებები ახალციხის მერიამ უკონკურენტოდ მოგებულ ტენდერებსა და პირდაპირ შესყიდვებზე გაუფორმა.

ამის შესახებ კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.

ნოდარ ტალახაძეს ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში, 2014 წლიდან დღემდე სხვადასხვა თანამდებობა უკავია. 2014-2017 წლებში იგი ახალციხის გამგეობაში ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი იყო, 2018-2021 წლებში ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო - ახალციხეს“ თავმჯდომარის მოადგილე, 2021 წლიდან კი ახალციხის საკრებულოში ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე და ამასთან ერთად ახალციხის მერიის სატენდერო კომისიის წევრიცაა.

ნოდარ ტალახაძე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული შპს „არალის“ 25% წილის მფლობელის, ეკა თათეშვილის მამამთილია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შპს „არალის“ შესაძლო კორუფციულ სახელმწიფო შესყიდვებსა და სახელმწიფო ქონების პრივატიზებაზე, ასევე, სახელმწიფო პროგრამიდან სუბსიდირებაზე არაერთხელ წერდა.

თათეშვილების ოჯახის კუთვნილი ათზე მეტი კომპანიიდან ერთ-ერთი, შპს „კომპანია ელ ეს ჯორჯია“ ეკა თათეშვილმა 2014 წელს დააფუძნა. თუმცა, ამ კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების მიღება, 2020 წლის 4 თებერვლიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკა თათეშვილმა შპს-ს დირექტორობა და 50% წილი მეუღლეს, ტარიელ ტალახაძეს გაუფორმა.

მის ხელმძღვანელად დანიშვნიდან ორ კვირაში, 19 თებერვალს, „კომპანია ელ ეს ჯორჯიამ“ პირველ მოგებულ ტენდერზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან ხელშეკრულება დადო. მანამდე ამ შპს-ს არცერთი სახელმწიფო შესყიდვა არ მიუღია. 220,170 ლარის ღირებულების ტენდერი, ერთი შეხედვით გამოუცდელმა „კომპანია ელ ეს ჯორჯიამ“ კონკურენტის დისკვალიფიკაციით მოიგო. გამოცდილების ნაწილში მან შპს „არალთან“ ქვეკონტრაქტორად მუშაობის დამადასტურებელი ხელშეკრულებები მიუთითა, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ შპს „არალის“ დირექტორი, დემეტრე თათეშვილი მოგებული სახელმწიფო შესყიდვების შესასრულებლად დის, ეკა თათეშვილის „კომპანია ელ ეს ჯორჯიას“ ქირაობდა.

ნოდარ ტალახაძის შვილისა და რძლის კომპანიამ 2020 წლიდან დღემდე 20 სახელმწიფო შესყიდვით ჯამში 8,797,512 ლარი მიიღო. აქედან, 9 შესყიდვა ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მიიღო და ახალციხის მერიიდან დაერიცხა 2,935,177 ლარი (33.3%). აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ახალციხის მუნიციპალიტეტში ყველა ტენდერი, გარდა ერთისა, უკონკურენტოდ ან კონკურენტის დისკვალიფიკაციით მოიგო. იმ ერთ შემთხვევაშიც მისი კონკურენტი შპს „არალი“ იყო.

შპს „კომპანია ელ ეს ჯორჯიას“ სახელმწიფო შესყიდვები:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შიესწავლოს შპს „კომპანია ელ ეს ჯორჯიასა“ და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის.

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.