საზოგადოება
როდის დასრულდება აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოები?
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, აბასთუმანში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

ვიზიტის ფარგლებში მათ მოინახულეს აბასთუმანში მშენებარე მაღალი კლასის სასტუმროები - „რუმსი“, „ჰილტონი“ და „პარაგრაფი“, გაეცნენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის, აბასთუმნის შესასვლელში, 770-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილ, ელექტრომობილების დამტენებით აღჭურვილ, ავტოსადგომის სამშენებლო სამუშაოებს; აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე, დაბის მწვანე და ლურჯი დერეფნების რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომელიც მოიცავს საფეხმავლო და ველო-ბილიკების, რეკრეაციული და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას, ცენტრალური გზისა და სხვა ობიექტების აღდგენას.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აბასთუმანში ვიზიტს წინ უძღოდა მიმდინარე თვის დასაწყისში ეკონომიკის სამინისტროში კურორტის განვითარების ფარგლებში გამართული საკოორდინაციო შეხვედრა. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან მოისმინეს ინფორმაცია აბასთუმანში მიმდინარე და დაგეგმილი სასტუმროების მშენებლობების შესახებ. სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა თითქმის ყველა ინვესტორი, რომლებიც აბასთუმანში სასტუმროების, რესტორნების, ასევე ღონისძიებების სივრცეების პროექტებს ავითარებენ.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, აბასთუმნის რეაბილიტაციის სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და კურორტი 2025 წლის სეზონისთვის სრულად იქნება მზად.

„აბასთუმნის კურორტის განახლება ინტენსიურ ფაზაშია, სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და უახლოეს პერიოდში მოპირკეთების სამუშაოები დაიწყება. ასე რომ, ძირითადი ინფრასტრუქტურისა და სასტუმროების ექსპლუატაციაში შესვლა მომავალი წლის ბოლოდან დაიწყება, 2025 წლის სეზონზე კი კურორტი მთლიანად იქნება მზად, სრულად განახლებული სახით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და მაღალი ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით, უმასპინძლოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურისტებს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა.

უნიკალური ჰავისა და ლანდშაფტის კურორტის განვითარებისათვის, სახელმწიფოს დაფინანსებით, ასევე, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა.

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.