SSSS



საზოგადოება
დეკრეტული შვებულების ანაზღაურება შესაძლოა, 2 500 ლარამდე გაიზარდოს
დეკრეტული შვებულების ანაზღაურება შესაძლოა, 2 500 ლარამდე გაიზარდოს. აღნიშნული ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.

მისივე განცხადებით, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს დემოგრაფია და კარგი იქნება, თუკი მთავრობა და პარლამენტი ამ მიმართულებით შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი ორიენტირებულია ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებზე და მათზე მიმართულია 7,8 მილიარდ ლარზე მეტი.

„ამ თანხიდან პრაქტიკულად 4 მლრდ ლარი მიემართება საპენსიო ანაზღაურებაზე. მისასალმებელია, რომ საპენსიო ანაზღაურება იმატებს როგორც ქალაქში მცხოვრებლებისთვის, ასევე მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის. არ შეიძლება ხაზგასმით არ აღინიშნოს, რომ ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალურად დაუცველ ბავშვებზე. აღსანიშნავია, რომ გრძელდება სკოლების და ბაღების მშენებლობა, რისთვისაც საკმაოდ დიდი ასიგნებებია გამოყოფილი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში, ალბათ მეტი თანხები უნდა გავითვალისწინოთ თავდაცვისათვის,“ - განაცხადა ლომინაძემ.

მისივე შეფასებით, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს დემოგრაფია და კარგი იქნება, თუკი მთავრობა და პარლამენტი ამ მიმართულებით შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„ამ ეტაპზე კი შემოვდივართ წინადადებით, რომ სადეკრეტო შვებულების ანაზღაურება 2500 ლარამდე გაიზარდოს, რომ ოჯახებს გარკვეული სტიმული მივცემთ,“ - აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.

კომიტეტის წევრებმა ბიუჯეტის პროექტი დადებითად შეაფასეს, თუმცა გარკვეული წინადადებებიც გამოითქვა, მათ შორის, სკოლაში ბავშვთა კვების თაობაზე, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე, დაავადებათა დიაგნოსტიკასა და პრევენციაზე, მედიკამენტების პროგრამის შესახებ და სხვა.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.