საზოგადოება
რა ვითარებაა სამცხე-ჯავახეთის გზებზე ამ დროისთვის?

რეგიონში მოსული უხვი ნალექის მიუხედავად, ამ დროისთვის გზების თითქმის ყველა მონაკვეთზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი. ამის შესახებ "მეცხრე არხს" სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, რეგიონში გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მხოლოდ რამდენიმე სოფლის გზაა ჩაკეტილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ქალაქის შიდა და მუნიციპალიტეტის სოფლებთან დამაკავშირებელ გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის მოყრა.

შეგახსენებთ, რომ რეგიონში დიდთოვლობა 23 დეკემბერს დაიწყო და სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 დეკემბრამდე გაგრძელდება.
| Print |