საზოგადოება
"ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, კაბუ არ არის მსჯავრდებული, ის ბრალდებულია" - ირაკლი ლაზარაშვილი

"კაბუ არ არის მსჯავრდებული, ბრალდებულია და ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას"
- ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა დღეს, საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მერიას მომღერალთან ხელშეკრულება არ ჰქონია გაფორმებული და მისი ჩამოსვლის საკითხს თავად კაბუ გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ქალზე ძალადობასა და ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობსა და რეპერს კახა აბუაშვილს, იგივე კაბუს, რომელიც 27 დეკემბერს ახალციხეში, წინასაახალწლო ღონისძიებაზე იმღერებს.

მომღერლის ახალციხეში ჩამოსვლის ფაქტმა რეგიონის მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, ისინი სოციალურ ქსელში საკუთარ აზრს აფიქსირებდნენ და ამბობდნენ, რომ ძალადობაში ბრალდებულმა მათ ქალაქში არ უნდა იმღეროს.
| Print |