საზოგადოება
აბასთუმნის ობსერვატორიაში ასტროტურებზე საექსკურსიო მომსახურება დროებით შეჩერდა
აბასთუმნის ობსერვატორიაში ასტროტურებზე საექსკურსიო მომსახურება, ტელესკოპზე მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 2024 წლის 29 თებერვლამდე შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია ავრცელებს.

"ტელესკოპზე მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღისა და ღამის ასტროტურებზე საექსკურსიო მომსახურება დროებით (01.01.2024 წ.– 29.02.2024 წ.) შეჩერებულია"
- ნათქვამია განცხადებაში.

ობსერვატორიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საექსკურსიო მომსახურება 2024 წლის მარტიდან აღდგება.
| Print |