საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდის აღმოსავლეთით - 24კმ-ში, სოფელ სამებიდან - 7კმ-ში იყო.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 15:12 საათზე მოხდა.
| Print |