საზოგადოება
თოვის გამო გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები დააწესეს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, უამინდობის გამო ქვეყანაში გზების არაერთ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობისათვის შეზღუდვებია დაწესებული.

  • ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის აწყური-ვალეს მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
  • იგივე შეზღუდვა მოქმედებს ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთსა და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე;
  • თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
  • მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალის დონის გამო, ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
| Print |