საზოგადოება
მეწყერი ჩამოწვა ქვიშხეთსა და სურამში
ქვიშხეთისა და სურამის დასახლებულ პუნქტებში მიწის მასა ჩამოწვა. მეწყრული პროცესები შიდა ქართლში დილიდან გააქტიურდა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ქვიშხეთში მთის მასა იმ ადგილას ჩამოწვა, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, განსაკუთრებულად სახიფათო ვითარებაში აღმოჩნდა ორი ოჯახი. დაზიანდა სახლები, დაშავებული არავინაა. ადგილზე მუშაობენ გეოლოგები და სწორედ მათი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, დაუბრუნდებიან თუ არა ევაკუირებული ოჯახები საცხოვრებელ ადგილებს.

გაცილებით რთული მდგომარეობაა სურამში, სადაც მეწყრული პროცესები გასულ ღამეს, ზინდისის დასახლებაში განვითარდა. ამ დროისათვის 40 ოჯახია ევაკუირებული. ადგილობრივების ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მშენებლობები.
| Print |