საზოგადოება
თურქეთი, რუსეთი, სომხეთი - საიდან ესტუმრა საქართველოს ყველაზე მეტი ტურისტი
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2023 წლის მე-4 კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა. ადმინისტრაციის ცნობით, გასული წლის ბოლო კვარტალში საქართველოში 1 505 240 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 161 937, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 1 343 303 იყო.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის ცნობითვე, 2023 წლის მე-4 კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1.9%-ით, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი -29%-ით ჩამორჩება.

2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:

თურქეთი - 315 241 ვიზიტორი;
რუსეთი - 269 411 ვიზიტორი;
სომხეთი - 226 454 ვიზიტორი;
აზერბაიჯანი - 52 640 ვიზიტორი;
ყაზახეთი - 37 579 ვიზიტორი;
ისრაელი - 34 414 ვიზიტორი;
უკრაინა - 31 116 ვიზიტორი;
ირანი - 27 603 ვიზიტორი;
ინდოეთი - 25 430 ვიზიტორი;
ბელარუსი - 21 025 ვიზიტორი;
პოლონეთი - 18 081 ვიზიტორი;
ჩინეთი - 15 290 ვიზიტორი;
გერმანია - 14 492 ვიზიტორი;
უზბეკეთი - 12 139 ვიზიტორი;
აშშ - 10 263 ვიზიტორი.
| Print |