საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში 5-6-კვირიანი გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა
აშშ-ის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის 5-6-კვირიან გაცვლით პროგრამას აცხადებს. პროგრამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. გაცვლითი პროგრამა პროფესიული პრაქტიკის მიღებაზე იქნება ორიენტირებულ და მას სრულად აშშ-ის მთავრობა აფინანსებს.

საელჩოს ცნობით, პროგრამას საქართველოში ადმინისტრირებას ამერიკული საბჭოები უწევს.

შერჩეული კანდიდატები ამერიკაში 2025 წლის მაისი-ივნისის პერიოდში გაემგზავრებიან.

დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.
| Print |