situs toto slot
ადიგენში მხარეებს შორის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო
საზოგადოება
ადიგენში მხარეებს შორის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო
ადიგენში, მართლმადიდებელ და მუსლიმ მხარეებს შორის, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც უნდა დასწრებოდნენ დღეს აღარ გაიმართება. ამის შესახებ ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე აცხადებს.

შეხვედრის გადადების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა მერის განმარტებით, შეხვედრა ხვალ, 12 მარტს გაიმართება.

დაბა ადიგენში, კერძო პირის მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები 8 მარტს შეიკრიბნენ. მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი მიქელაძისგან პირობის შესრულებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ხუთშაბათს, 7 მარტს, ადიგენის ორივე რელიგიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნოდა ,,მეჩეთად არ გადააქცევდნენ“ და მუსლიმური ტრადიციის თანახმად ყოველ პარასკევს ლოცვას არ ჩაატარებდნენ.

შეთანხმების მიუხედავად, მართლმადიდებლებმა მერაბ მიქელაძისგან პირობა მიიღეს, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მიქელაძის სახლთან ხალხის შეკრება, რომელსაც მოგვიანებით ადიგენის მერმა მიმართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
| Print |