საზოგადოება
მოხალისეობრივი პროექტი პოლონეთში ახალგაზრდებისთვის
ორგანიზაცია "Georgian Youth for Europe"-ის პარტნიორი ორგანიზაცია პოლონეთიდან გრძელვადიან მოხალისეობრივ პროექტზე განცხადების მიღებას იწყებს. პროექტი 2024 წლის მაისში/ივნისში დაიწყება და 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მოხალისეობრივი საქმიანობა ძირითადად სოციალური მედიის მართვას, გრაფიკული დიზაინის შექმნას, ფოტო-ვიდეო გადაღებასა და მონტაჟს, ღონისძიებების ორგანიზებას მოიცავს.

პროექტზე სრულად ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯები. მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.

პროექტზე განაცხადის შეტანა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე. თქვენი რეზიუმე ასევე უნდა გააგზავნოთ მითითებულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .  

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ facebook გვერდს.
| Print |