საზოგადოება
ბაკურიანში ძებნა-შველის ოპერაცია ვერ განახლდა
ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცის სამძებრო სამუშაოები ძლიერი ქარისა და ზვავსაშიშროების გამო დღეს დილიდან ვერ განახლდა.

ორი დღის განმავლობაში მაშველები და ათობით ადგილობრივი 47 წლის კაცს ნიჩბებით და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით ეძებდა.

სამუშაოებს ართულებს მიუვალი ადგილი და თოვლის დიდი მასა, რის გამოც ტერიტორიაზე ტექნიკა ვერ მუშაობს. ძებნა-შველის ოპერაციაში 29 მარტს კინოლოგებიც ჩაერთნენ.

ზვავი ბაკურიანში 28 მარტს  დილით ჩამოწვა, როცა მთაში სასრიალოდ 5 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთის - 47 წლის კაცის სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
| Print |