არლის მიწებთან დაკავშირებით, ,,საქნახშირმა" 40 წლიანი ლიცენზია გააუქმა
22:05 / 23.06.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში მცხოვრებმა 21-მა ოჯახმა
კომპანია ,,ბი-პისგან“, შესაძლოა, კომპენსაცია მიიღოს. ე.წ
,,ორჭოშნის“ ტერიტორიაზე არსებულ, პრობლემურ სახნავ-სათეს მიწის
ფართობზე, 16 ივნისს ,,საქნახშირმა“ 40 წლის ვადით აღებული
ლიცენზია გააუქმა. ამ ეტაპზე, მოსახლეობისათვის აღნიშნული მიწების
დაკანონება, ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, რის
შემდეგაც, მათ კომპანია ,,ბიპისგან“ კონპენსაციის მიღების
შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნულ საკითხზე არალში უკვე რამდენიმე თვეა
დავობენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში მცხოვრებმა 21-მა ოჯახმა
კომპანია ,,ბი-პისგან“, შესაძლოა, კომპენსაცია მიიღოს. ე.წ
,,ორჭოშნის“ ტერიტორიაზე არსებულ, პრობლემურ სახნავ-სათეს მიწის
ფართობზე, 16 ივნისს ,,საქნახშირმა“ 40 წლის ვადით აღებული
ლიცენზია გააუქმა.
ამ ეტაპზე, მოსახლეობისათვის აღნიშნული მიწების დაკანონება,
ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, რის შემდეგაც,
მათ კომპანია ,,ბიპისგან“ კონპენსაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
აღნიშნულ საკითხზე არალში უკვე რამდენიმე თვეა დავობენ. პრობლემა
მიწის ფართობებს შეეხება, რომელსაც მოსახლეობა ვერ
იკანონებს,რადგან მათ გარდა, მიწას მეორე მფლობელი, ,,საქნახშირიც“
გამოუჩნდა. ამ უკანასკნელმა ტერიტორიაზე ლიცენზია 2007 წელს
მოიპოვა, თუმცა იმავე ტერიტორიაზე 1999 წელს მიწის
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები არლელებმაც აიღეს. მას შემდეგ,
რაც 2014 წელს ,,ორჭოშნის“ ტერიტორიაზე სამხრეთ კავკასიური
მილსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობა დაიწყო, ,,ბიპიმ“
დაახლოებით 50–მდე მაცხოვრებლის კუთვნილებაში არსებული მიწის ფართობი
შეისყიდა, თუმცა კომპენსაცია მხოლოდ ნაწილმა მიიღო. მიწის
დაკანონებასთან დაკავშირებით, ადგილობრივები სამართლებრივადაც დაობენ.
მომზადდა სარჩელი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამრთლოდან ახალციხის
რაიონულ სასამართლოში გადმოიგზავნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.