სოფლის მეურნეობა
ახალციხეში ,,თავი ყველის" კონკურსი ჩატარდა

ფერმერთა ასოციაციის წევრებს შორის "თავი ყველის"კონკურსი გაიმართა, რომელიც მწარმოებლებს შორის, ყველის წარმოების კარგი პრაქტიკის გაზიარებას, პროდუქციის პოპულარიზაციას და რეალიზაციის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

კონკურსის ორგანიზატორთა თქმით, კონკურსზე წარმოდგენილი ყველები უსაფრთხოებით და მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა, რადგან ,,მწარმოებლების მიერ სისტემატურად ხდება პირუტყვის გამოკვლევა ბრუცელოზზე, მასტიტსა და სხვა დაავადებაზე".

კონკურსში გამარჯვებულებსა და მონაწილე ფერმერებს თემატური საჩუქრები გადაეცათ, რაც მათ პირუტყცის მოვლასა და წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.

,,თავი ყველის" კონკურსი ახალციხეში, საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრ ,,კავკასიის" ახალციხის ოფისის და სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია ,,ერთობის" ორგანიზებით ჩატარდა.
| Print |