სოფლის მეურნეობა
სამცხე-ჯავახეთში ხორბლისა და ვაზის მესხური ჯიშების საცდელი სანერგე მეურნეობის მოსაწყობად კონკურსი გამოცხადდა
გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სასოფლო დასახლებებში“ ფარგლებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს კონკურსს სამცხე-ჯავახეთში ვაზის მესხური ჯიშების საცდელი სანერგე მეურნეობის მოწყობის მიზნით ფერმერული მეურნეობის მიწის ნაკვეთისა და ხორბლის მესხური ჯიშების საცდელი სათესლე მეურნეობის მოწყობის მიზნით ფერმერული მეურნეობის მიწის ნაკვეთის შესარჩევად.

კონკურსში მონაწილეობისათვის დეტალური ინფორმაციის სანახავად და საჭირო დოკუმენტების ჩამოსატვირთად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:

1. განცხადება სამცხე-ჯავახეთში ვაზის მესხური ჯიშების საცდელი სანერგე მეურნეობის მოწყობის მიზნით ფერმერული მეურნეობის მიწის ნაკვეთის შესარჩევად: https://rec-caucasus.org/.../competition-for-the.../

2. განცხადება სამცხე-ჯავახეთში ხორბლის მესხური ჯიშების საცდელი სათესლე მეურნეობის მოწყობის მიზნით ფერმერული მეურნეობის მიწის ნაკვეთის შესარჩევად: https://rec-caucasus.org/.../competition-for-the.../

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადის ფორმა უნდა გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

მარიკა კაპანაძე, REC Caucasus    This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ასლით: ნინო როსტომაშვილი, REC Caucasus    This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

საკონკურსო განაცხადი უნდა იყოს ხელმოწერილი და ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი PDF-ფორმატში.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს კონკურსის ნომერი: 052/RECC/GEF/AGROBIO-2301-a1, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება შემოთავაზების იდენტიფიცირება.

კონკურსში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 20 დეკემბერი.
| Print |