სოფლის მეურნეობა
რძის ნაწარმის „შავი ბაზარი“ - ვინ იცავს მომხმარებელს
სამცხე-ჯავახეთში პირუტყვის დაავადება ბრუცელოზით 2023 წელს ათობით ადამიანი დაავადდა, მათ შორის ერთი ბავშვი, ყველში კი, რომელიც 100%-ით ნედლი რძისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული, მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა. პრობლემა მხოლოდ ქარხნულ პროდუქტს არ აქვს, საოჯახო მეურნეობებში დამზადებული რძის პროდუქტები საერთოდ არ კონტროლდება.

12 წლის ახალციხელი მოზარდი, რომელიც ბრუცელოზით გაზაფხულზე, სავარაუდოდ, ბაზარში შეძენილი ყველით დაინფიცირდა, სრულად ჯერაც არ განკურნებულა. მშობელი ამბობს, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში სპეციალისტების დაკვირვება დასჭირდება.

„ცოტა ხნით წამალი შეუჩერეს, დეკემბრის ბოლოს გვიწევს კონსულტაცია და ვნახოთ, რას გვეტყვის ექიმი. როგორც ამიხსნეს, სამი წლის განმავლობაში, ექვს თვეში ერთხელ ექიმებთან უნდა მივიდეთ. თბილისში, ინფექციურში მიგვყავს და შემდეგ თურქეთში ვამოწმებთ ბავშვის მდგომარეობას“,
- ამბობს მამა ამბარცუმ ბაბოიანი.

ახალციხის ცენტრალურ ბაზარში ყოველდღიურად არაერთი გლეხი ჩადის და რძის ნაწარმს ყიდის. მათ ყველის, კარაქის და სხვა პროდუქტის შემოწმებას კანონი არ ავალდებულებთ, პროდუქტის უსაფრთხოება მთლიანად მწარმოებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. 

„წესით, ჯერ მწარმოებელმა უნდა შეამოწმოს ადგილზე და ამის შემდეგ გაუკეთოს რეალიზაცია, მაგრამ ეს საქართველოში არ ხდება“, - ამბობს ვახტანგ ქართველიშვილი, ახალციხის ცენტრალური ბაზრის დირექტორი.

12 წლის მოზარდის გარდა, წელს ბრუცელოზით ათობით პირი დაინფიცირდა. ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს, მხოლოდ ასპინძის მუნიციპალიტეში, ქრონიკული დაავადება 37 ადგილობრივს დაუდასტურდა. ისინი მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებენ.

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე, ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან მისგან მიღებული პროდუქტის გამოყენებით. საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, აზიანებს ნერვულ სისტემას, ძვლებს და სახსრებს.

შეუმოწმებელი რძის ნაწარმი მხოლოდ ბრუცელოზით დაინფიცირების საფრთხეს არ ქმნის. რეგიონში ასევე გავრცელებული დაავადებებია თურქული და მასტიტი, საქონლის ცურის ანთება. მასტიტიანი რძით დამზადებული პროდუქტის სისტემატური მიღება იწვევს ადამიანის ღვიძლისა და თავის ტვინის დაზიანებას.

„რძის ხარისხზე მოქმედებს როგორც დაავადებები, ისე ანტიბიოტიკები, თუ მას ფერმერი მკურნალობისას იყენებს. ასევე მასტიტი, რომელიც ყველაზე მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩვენს რეგიონში ყველაზე დიდი პრობლემა მასტიტია. ფარულად მიმდინარეობს და თუ ფერმერმა რძე ლაბორატორიულად არ შეამოწმა ან ტესტებით არ გამოიკვლია, არ იცის, რომ მის საქონელს აქვს პრობლემა. სამწუხაროდ, ფერმერების ძალიან მცირე ნაწილს აქვს ეს ტესტები. არიან ფერმერები, რომლებთანაც სისტემატურად დავდივართ, ვიკვლევთ პირუტყვს და თუ სამკურნალოა, ვმკურნალობთ“, - გვიხსნის ვეტერინარი შოთა ყულჯანიშვილი. მისი თქმით, ხშირად ფერმერმა ამ წესების შესახებ არ იციან, ამიტომ ვეტერინარი სოფლებში საინფორმაციო კამპანიის ჩატარების საჭიროებას ხედავს.

სამცხე-ჯავახეთში პერიოდულად საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს „საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია“. ორგანიზაცია ფერმერებს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება - პირუტყვის საკვებწარმოება, საქონლის დიაგნოსტირება და მკურნალობა, ხელოვნური განაყოფიერება, რძის ნაწარმის რეალიზაცია და სხვა. ცენტრი მეცხოველეობის მიმართულებით 2011 წლიდან მუშაობს. ახალციხის ოფისის ხელმძღვანელის ზურა ყულჯანიშვილის თქმით, ატარებენ საველე ტრენინგებს, ფერმერებთან საზაფხულო მთებში დადიან და წლის განმავლობაში 500-მდე პირს ეხმარებიან.

„ბევრ ფერმაში გავაუმჯობესეთ სიტუაცია, თუმცა უფრო მეტი ენერგია და ფინანსები უნდა დაიხარჯოს. ერთი შეხედვით, ფერმერის სრული პასუხისმგებლობაა, თუმცა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თავის მოსახლეობაზე. მოსახლეობაში შედის ფერმერიც. ნებსით თუ უნებლიედ თავის თავს რომ აზიანებს, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ადეკვატური ინფორმაცია მივიდეს მათთან და არ ვიყოთ თითის გაშვერის რეჟიმში. პირველად წარმოებას კანონი ვერაფერს უშვრება. სეს-ი რასაც მეტ-ნაკლებად არეგულირებს, ეს არის საწარმოებში რძის გადამუშავების პირობები, მაგრამ ეს ფაზლის ერთი ნაწილია, რადგან თუ ამ საწარმოში მივიდა ბაქტერიებით, მასტიტით და ანტიბიოტიკებით დაბინძურებული რძე, რაც არ უნდა უქნას გადამამუშავებელმა, პროდუქცია არც უვნებელი იქნება და არც ხარისხიანი“, - ამბობს ზურა ყულჯანიშვილი, „საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია“ ახალციხის ოფისის ხელმძღვანელი და იმ ფაქტორებს გვითვლის, რომლებიც პროდუქტის უსაფრთხოებაზე პირდაპირ მოქმედებს: რით საქონელი პირუტყვი და რამდენად ჯანმრთელია ის, რამდენად იცავენ ფერმერები წველის ჰიგიენას, სუფთაა თუ არა ჭურჭელი, რომელშიც რძე გროვდება, რამდენ ხანს აყოვნებენ რძეს. ზურა ყულჯანიშვილი იხსენებს, რომ ერთ-ერთი კვლევისას ძროხების 87%-ში ფარული მასტიტი აღმოაჩინეს.

„ადამიანი დაავალდებულო, რეგულარულად ატაროს რძის ანალიზები და პირუტყვი ამოწმოს ბრუცელოზზე, არ მოგვიტანს შედეგს. თუ გვინდა, რომ მდგრადად განვითარდეს ეს მიმართულება, უფრო მეტი ცნობიერების ამაღლებაა საჭირო და იმის ახსნა, რა საფრთხეების წინაშე დგანან თავად ფერმერები. ვერ ვიტყვით, რომ ფერმერი არაკეთილსინდისიერია, თუ დაავადებული პირუტყვის რძეს თვითონაც იყენებს ოჯახში. ალოგიკურია, ადამიანმა იცოდეს რამხელა საფრთხის წინაშე დგას და მაინც შეინახოს დაავადებული პირუტყვი ან გაყიდოს მისი რძე“, - ამბობს ზურა ყულჯანიშვილი. ის ევროპის ქვეყნების გამოცდილებასაც გვიზიარებს, როგორ უნდა წაახალისოს სახელმწიფომ ფერმერები.

მაგალითად საფრანგეთში დადგენილია რძის საშუალო ფასი. თუ რომელიმე ფერმერის რძე სტანდარტულზე მაღალი ხარისხისაა, მწარმოებელი მას საშუალოზე მაღალ ფასს უხდის, რადგან მაღალი ხარისხის რძიდან ასეთივე პროდუქცია მზადდება. ევროპული გამოცდილება თანდათან საქართველოშიც ინერგება. კოოპერატივი „დერცელის ნობათი“ ფერმერს ლიტრ რძეში ხუთი თეთრით მეტს უხდის, თუ შემოწმების შემდეგ ნედლეული მაღალი ხარისხის და უსაფრთხო აღმოჩნდება.

კოოპერატივი „დერცელის ნობათი“ ადიგენის მუნიციპალიტეტში ექვსი წლის წინ შეიქმნა და 12 ფერმერს აერთიანებს. საკუთარი პირუტყვის რძის გარდა, ნედლეულს ახლომდებარე სოფლებიდანაც იბარებენ. ზაფხულში საწარმოს წარმადობა 2,5 ტონამდეა, ზამთარში 500 ლიტრამდე. კოოპერატივი მთელი წლის განმავლობაში აწარმოებს იმერულ ყველს, არაჟანს და კარაქს, რეალიზაციას კი ახალციხეში, ბაკურიანსა და დედაქალაქში ახდენს. ეს არის ერთ-ერთი საწარმო, რომელსაც რეგიონში HACCP და ISO სტანდარტი აქვს დანერგილი.

„ფასი ცვალებადია, მარჟას ვითვლით და ამის მიხედვით ვადგენთ. ახლა 1,60 თეთრია ლიტრი რძის ფასი, ზაფხულში მინიმუმ, ლარი, ლარი და 10 თეთრი. საწარმოში შემოწმებაზე მოდიან სურსათის უვნებლობის სამსახურიდან, კოოპერატივების სააგენტოდან. ყოველთვიურად შემოდიან, ამოწმებენ ჰიგიენას საწარმოში და ფერმერებთან, ასევე ეტიკეტირებას. ექვს თვეში ერთხელ ლაბორატორიულად ვამოწმებთ ჩვენი ნაწარმის ხარისხს. ამის გარდა, ფერმერები ინდივიდუალურად, ჩვენ-ჩვენს ფერმებში ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებას პირუტყვისთვის, რომ აღმოვფხვრათ მასტიტი ან მსგავსი პრობლემები და ხარისხიანი რძე გვქონდეს“, - ამბობს კოოპერატივ „დერცელის ნობათის“ დირექტორი ომარ ბერიძე.
"დერცელის ნობათის" წარმოებული ყველი

რძის ფასზე სამცხე-ჯავახეთის ფერმერები ბოლო რამდენიმე წელია ჩივიან. ადგილობრივების თქმით, ნედლი რძის ჩასაბარებელი ფასი თანდათან მცირდება.

„რძეს ლარად ვყიდით, ასე როგორ შეიძლება? იმდენი წვალება უნდა საქონელს. აი ახლაც, ამ სიცივეში ჩემი შვილი მთაში, ნახირშია წასული, ამის მერე არ შეიძლება ლარად გავყიდოთ რძე, ცოდო ვართ ჩვენც“, - ჩივის ლუსიკ ბარბარიანი, ახალქალაქის სოფელ დადეშის მცხოვრები. მის მსგავსად, რძეს თანასოფლელებიც გადამამუშავებელ ქარხანას აბარებენ.

გლეხის პროდუქტების ფასს ახალციხის სოფელ აბათხევშიც აპროტესტებენ. 70 წლის სეროჟ მკრჩიანს 20 სული საქონელი ჰყავს. ძირითადად, მესაქონლეობით არის დაკავებული. ამბობს, რომ საქართველოში ყველაფერი ძვირდება, გარდა გლეხის მიერ მოწეული მოსავლის და რძის პროდუქტებისა: „ლიტრი წყალი ღირს 1,20 თეთრი, რძე კი ლარი. ეს რა არის? უსამართლობა. თუ ბენზინი 3,50 ღირს, რძე რატომ ღირს ასე იაფი?“.

რატომ დაიწია რძის ფასმა - მიზეზებს ფერმერთა ასოციაციაში ასე ხსნიან: ნედლ რძეს ფასში კონკურენციას აღდგენილი რძე უწევს, რომელიც გაცილებით იაფია. არაკეთილსინდისიერი მეწარმეები რძის პროდუქტებს მთლიანად ან ნაწილობრივ მშრალი რძისგან ამზადებენ, ეტიკეტზე კი ნედლ რძეს უთითებენ. ამის გამო, კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორები იძულებულნი არიან გლეხისგან ნატურალური რძე დაბალ ფასად შეიძინონ, რათა ბაზარზე კონკურენციის გაწევა შეძლონ.

„ქვეყანაში ვხვდებით რძისმაგვარი მასის იმპორტს, რომელიც გაცილებით იაფია და მისგან ხდება ყველის და რძემჟავა პროდუქტების წარმოება. აქედან გამომდინარე, ნედლ რძეზე მომუშავე საწარმოებს უწევთ, შედარებით დაბალი ფასი შესთავაზონ ფერმერებს, რომ რამენაირად გადარჩნენ ბაზარზე და განვითარების პოტენციალი ჰქონდეთ, რაც სამწუხაროდ, ფერმერებს მძიმე ტვირთად აწვებათ“,
- ამბობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი.

რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესოპერატორის „წიფორა სამცხეს“ ტექნიკური დირექტორი ამირან კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ გლეხებთან შეგროვებული რძე საწარმოში შესვლისას მასტიტზე და ბრუცელოზზე მოწმდება. თითოეული ფერმერის რძეს იმ შემთხვევაში ამოწმებენ, თუ ერთიან რძეში რაიმე საეჭვო შეიმჩნევა.

„ერთ ტონაში ერთი ლიტრი უხარისხო რძე რომ შეერიოს, გვიფუჭებს მთლიან ნედლეულს. ყოველდღიურად ვამოწმებთ, ლაბორატორია გვაქვს და როგორც კი შემოვა რძე, მაშინვე კონტროლი კეთდება. ამის გარდა, სურსათის უვნებლობის სააგენტო თავადაც ამოწმებს რძეს ჩვენი დამამზადებლებისგან, არ ვიცი რა პერიოდულობით, თუმცა ვიცი, რომ ამოწმებენ“, - გვითხრა ამირან კაჭკაჭიშვილმა.

საქართველოს კანონმდებლობით, („რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით არის ჩანაცვლებული, რძის ნაწარმს არ წარმოადგენს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში, საქართველოში, ბაზარსა და სუპერმარკეტებში მცენარეული ცხიმების შერევით ფალსიფიცირებული რძის ნაწარმი იყიდება და მომხმარებელი ტყუვდება. სხვადასხვა დროს ჩატარებული შემოწმების შედეგად არაერთ ნაწარმში აღმოჩენილა დარღვევები.

მიმდინარე წლის ოქტომბერში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რძესა და რძის პროდუქტებში რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის მიზნით, 20 ნიმუში გამოიკვლიეს. კვლევის შედეგად, 4-ში რძის ცხიმის გარდა გამოვლინდა მცენარეული ცხიმები. მათგან ერთ-ერთი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკაში წარმოებული ყველია, რომელიც რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, 20% მცენარეულ ცხიმებს. სეს-ო იუწყება, რომ „გამოვლენილი დარღვევის შესახებ ეცნობათ ბიზნესოპერატორებს და დაევალათ, არ დაუშვან აღნიშნული სურსათის ბაზარზე განთავსება და სრულად ამოიღონ განთავსებული, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს“. დაჯარიმდნენ თუ არა მწარმოებლები, ამ ინფორმაციას უწყება არ ავრცელებს.

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს. უწყების განცხადებაში წერია, რომ რძის ცხიმის სისუფთავეზე წელიწადში 250 ნიმუშს გამოიკვლევენ, რაც სპეციალისტების აზრით, მთელი ქვეყნის სავაჭრო ქსელის მონიტორინგისათვის ძალიან მცირე რიცხვია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ რძის ნაწარმის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა დაახლოებით, 14 წლის წინ დაიწყო. მას შემდეგ, საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას ცდილობს. პერიოდულად, ლაბორატორიულად ამოწმებს სხვადასხვა სახის პროდუქციას და რეაგირებისთვის სეს-ს უგზავნის.

„დასაწყისში ჩვენ შევამოწმეთ არაერთი რძის ნაწარმი და აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი შეიცავდა მცენარეულ ცხიმს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის არ იყო რძის ნაწარმი. მაშინ არ არსებობდა ნორმა, რომელიც განსაზღვრავდა, რა ტიპის პროდუქტი შეიძლება გაყიდულიყო როგორც რძის ნაწარმი. მაშინ ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებულიყო, შევიმუშავეთ პეტიცია და წარვადგინეთ პარლამენტში. დაგვიანებით, მაგრამ ორი წლის შემდეგ მთავრობამ მიიღო დადგენილება და ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდა“, - ამბობს „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე.

„მაგალითად, ფალსიფიკაცია ითვლება ეტიკეტირების წესების დარღვევად და 200-დან 500 ლარამდეა ჯარიმა. მცირე მოვაჭრისთვის მნიშვნელოვანი თანხაა, მაგრამ დიდი ქარხნებისთვის არ არის იმდენი, რომ იყოს შემაფერხებელი ფაქტორი. ამის გამოა, რომ ზოგიერთ საწარმოში 11-ჯერ იყო დაფიქსირებული დარღვევა,“ - დასძენს ის.

ბიზნეს ასოციაციები, ექსპერტები და მათ შორის, სახელმწიფოც თანხმდება, რომ ე.წ. გლეხური მეურნეობების პრობლემის მოგვარება და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების მოწესრიგება მათი გამსხვილების, გაერთიანების და კოოპერატივების შექმნის გარეშე შეუძლებელია.

ფერმერთა ასოციაციაშიც ფიქრობენ, რომ გამოსავალი შინამეურნეობების გაერთიანებაშია, ისე როგორც ევროპის და პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა გასულ საუკუნეში გააკეთეს.

„ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება ხდება, თუმცა მისი აღსრულება შეფერხებულია. მნიშვნელოვანია კონტროლის გაუმჯობესება ყველა რგოლზე, რათა სწორი და სამართლიანი თამაშის წესები ჩამოყალიბდეს. ეს უფრო კონკურენტულ გარემოს შექმნის და ნედლი რძის პროდუქტებზე მოთხოვნა უფრო გაიზრდება. ჩვენ გვაქვს რეგულაციები, თუმცა ვხედავთ გამოწვევებს. ეს ჯაჭვური რეაქციით გვაბრუნებს იმ წერტილამდე, რომ სამართლიანი მოთამაშე იჩაგრება არასამართლიანი მოთამაშის გამო,“ - მიიჩნევს ასოციაციის დირექტორის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი.


რა აჩვენა კვლევამ?

ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაციამ 2022-2023 წლებში ჩაატარა კვლევა შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. კვლევას უნდა გამოეკვეთა, რამდენად ეფექტურია სურსათის უვნებლობის მიმართულებით მოქმედი კანონი, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობის პროცესში არსებული გამოწვევები. გამოიკითხა 500 ობიექტი, მათგან 277 სამცხე-ჯავახეთში. კვლევის შედეგად გამოიკვეთა კომუნიკაციის პრობლემები სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ბიზნესოპერატორებს შორის. 

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების თანახმად, 2021 წლის 1 ივნისიდან საქართველოში ამოქმედდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ბიზნესოპერატორებს დანერგილი უნდა ჰქონდეთ სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) პრინციპების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ HACCP სისტემის დანერგვა სავალდებულოა ყველა საზოგადოებრივი კვების ობიექტისთვის, რეგულაცია არ არის დაცული. 

„სამცხე-ჯავახეთში გამოკითხული 277 რესპონდენტიდან HACCP-ის სისტემა დანერგილი არ აქვს 174 (62.8%) ბიზნესოპერატორს, საიდანაც 93 აპირებს დანერგოს სისტემა, 26 არ აპირებს, 55-მა არ იცის დანერგავს თუ არა, ხოლო ერთს არ სურს პასუხის გაცემა,“- ნათქვამია კვლევაში.

კვლევა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

შედეგებზე დაყრდნობით, შეიმუშავეს რეკომენდაციების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკეთესი შედეგისთვის მუშაობა რამდენიმე მიმართულებით უნდა გააუმჯობესოს:

„უზრუნველყოს ყველა ბიზნესოპერატორის აღრიცხვა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და მათი დროული მონიტორინგი; გაზარდოს არაგეგმური ვიზიტების რაოდენობა; არც ერთი ბიზნესოპერატორი არ უნდა იყოს წინასწარ ინფორმირებული მაკონტროლებელი ორგანოს ვიზიტის შესახებ; გადაიხედოს და გაიზარდოს ჯარიმები; განისაზღვროს ჯარიმის ის გონივრული ოდენობა, რომელიც აღემატება დარღვევის გამოსწორებაზე დახარჯულ თანხას“.

კიდევ ერთი კვლევა „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ დაკვეთით, საქართველოში 2023 წლის ივნისში ჩატარდა. გამოკითხული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიდან ნახევარს (52%) არ სმენია სურსათის ეროვნული სააგენტოს შესახებ, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი სხვა რესპონდენტებს შორის არ აღემატება 28%-ს. 

„კითხვაზე, “რა პრობლემებს აწყდებით, როდესაც ცდილობთ სურსათის უვნებლობაზე ინფორმაციის მოძიებას?” 52 რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, არასრულყოფილია ანდა რთულია მისი დამუშავება. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მდებარე 7-მა ბიზნესოპერატორმა აღნიშნა, რომ მათთვის პრობლემაა ენის ბარიერი“.


რა შეცვალა ასოცირების ხელშეკრულებამ?

საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის საშუალება მიეცა, თუმცა ევროკავშირის ბაზარზე შესატანად ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. დაბალი რისკის სურსათი, მაგალითად, ხილი და ბოსტნეული, შედარებით უფრო მარტივად შევა ევროკავშირის ბაზარზე, ვიდრე მაღალი რისკის - ხორცისა და რძის პროდუქტები. ამისთვის საქართველომ სამი მთავარი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს:

  • პროდუქტის შემადგენლობა უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის მოთხოვნებს;
  • ექსპორტის მსურველს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია როგორც პროდუქტის წარმოების სრული ჯაჭვის, ასევე საკუთარი პროდუქტის უვნებლობის დასადგენად ჩატარებული შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების შესახებ;
  • საქართველოში უნდა ფუნქციონირებდეს ევროკავშირში არსებული კონტროლის მექანიზმის (ინსპექტირება, ზედამხედველობა, მონიტორინგი და ა.შ.) მსგავსი სისტემა.
„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი, ვახტანგ კობალაძე ამბობს, რომ ასოცირების ხელშეკრულებამ უკვე მნიშვნელოვნად შეცვალა რძის ნაწარმის წარმოების წესები და მეთოდები, თუმცა საქართველოდან რძის ნაწარმის ექსპორტზე ჯერ საუბარი ნაადრევია:

„ევროკავშირი ქვეყნებს ანიჭებს სანდოობის სტატუსს, ანუ რომელი ქვეყნიდან არის შესაძლებელი ევროკავშირში პროდუქციის თავისუფლად შეტანა, (რადგან ცხოველური წარმოშობის პროდუქტი დიდი რისკის შემცველია). საქართველოს სანდო ქვეყნის სტატუსი არ გააჩნია. ასოცირების ხელშეკრულებას თან ახლავს მასშტაბური გეგმა და ყოველწლიურად ათზე მეტ ევროკავშირის ნორმატიულ აქტთან ხდება მიახლოება. გამოწვევაა კანონის ამოქმედების ნაწილი. ბევრ ნორმატიულ აქტს იღებენ, მაგრამ იქვე ჩაწერილია, რომ ამოქმედება მოხდება სამი, ხუთი წლის შემდეგ. შემდეგ ეტაპზე რომ გადავიდეთ, შავი ბაზარი უნდა შემცირდეს მაინც, თუ სრულად არ აღმოიფხვრება. გარდა იმისა, რომ ეს სტანდარტებთან დაგვაახლოებს, ჩვენ ვიქნებით უფრო დაცულები,“ - ფიქრობს ვახტანგ კობალაძე.

ფერმერის, მომხმარებლის, ბიზნესოპერატორის, ექსპერტების და სამოქალაქო სექტორის ყველა კითხვას სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უპასუხოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმწიფო უწყება სფეროში არსებულ ყველა გამოწვევაზეა პასუხისმგებელი, არც ჩვენს კითხვებს უპასუხა. მათი პოზიციის ჩაწერა რამდენჯერმე ვცადეთ, პრესსამსახურმა ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა, დაგვპირდა, რომ საკითხს გაარკვევდა, თუმცა პასუხისმგებელ პირთა ინტერვიუ ამ დრომდე არ შედგა.

საჯარო ინფორმაცია წერილობით უწყებისგან გამოვითხოვეთ. ოფიციალური ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში რძის გადამამუშავებელი 40 საწარმო ფუნქციონირებს. 2023 წელს უწყებამ რძის გადამამუშავებელ საწარმოებში 61 გეგმური და 18 არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარა. 11 საწარმოში დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა, 5-ში ზედამხედველობა.

„მიმდინარე წელს დაჯარიმდა რძის მწარმოებელი 9 ბიზნესოპერატორი, მათგან რვა კრიტიკული შეუსაბამობის გამო 1 000 ლარით (სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ისეთ შეუსაბამობას, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, რომელიც აღუდგა შეუსაბამობის აღმოფხვრისთანავე. ერთი ობიექტი კი სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდა. (შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას)"

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყებას სამცხე-ჯავახეთში აღრიცხული აქვს 117 567 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. 2023 წელს ბრუცელოზი 200 სულს დაუდასტურდა.
Facebook Twitter
თეგები: რძის ნაწარმი /
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 18 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
ასპინძა 16 °C
img
ადიგენი 16 °C
img
ბორჯომი 17 °C
img
თბილისი 19 °C
img
აბასთუმანი 14 °C
img
ბაკურიანი 12 °C
img
ნინოწმინდა 11 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8440
EUR
EUR
1
2.8713
RUB
RUB
100
2.9096
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6760
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişbahiscom girişbahiscom twittersuperbetinstarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelerbahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibom giriş casibomhttps://repository.unisfat.ac.id/css/styles/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinmarsbahisnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobet girişcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahisçanakkale habersigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingbetparkgrandpashabet+18 filmvbetcasino levantholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10imajbetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornomeritkingonwingrandpashabetMatadorbetjojobetcasibomgrandbettingklasbahiskalebetPerabetholiganbettarafbetpokerklasyouwinbetpasbetpasbetbooDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetmeritkingbetkanyon twittermarsbahispusulabet7slotsbets10kadiköy travestiSahabetgrandpashabetSahabetbetturkeyholiganbetholiganbetThesakultahodeonbetbettiltgoldenbahisbetvolemeritkingmarsbahismarsbahisultrabetholiganbetimajbetholiganbetzbahisSahabetgoldenbahisxslotxslotgrandpashabetbaywincasibomTarafbetbahsegelTarafbetbets10betebet