სოფლის მეურნეობა
მიწის მონოპოლია - სამცხე-ჯავახეთის მოუგვარებელი პრობლემა
სამცხე-ჯავახეთში შემოსავლის მთავარი წყარო მესაქონლეობა და მიწათმოქმედებაა, არაერთი გლეხი კი სახნავ-სათესისა და საძოვრის გარეშეა დარჩენილი. ეს მაშინ, როცა მაღალჩინოსნები მილიონობით კვადრატულ მეტრს ფლობენ. ადგილობრივი მოსახლეობა უთანასწოროდ გადანაწილებულ მიწებზე წუხს.

ახალქალაქის სოფელ ხულგუმოში მოსახლეობა სახნავ-სათესი და სათიბი მიწების სიმცირეზე ჩივის. სოფლის გარშემო ტერიტორიას უკვე ჰყავს პატრონი, მიწათმოქმედებით დაკავებულ გლეხებს მიწის დაქირავება უწევთ.

„სოფელში მხოლოდ რამდენიმე მეასედი გვაქვს, ამიტომ მიწას ვქირაობთ, სხვა ვარიანტი არ არსებობს. ნინოწმინდაში მივდივართ ამის გამო. იჯარით ვიღებთ და არც ესაა იაფი. მიწის შესყიდვის შანსები არასოდეს გვქონია. არ არის ისეთი ფასი, რომ სოფლელმა შეძლოს შეძენა. აღარცაა მიწები ჩვენი სოფლის გარშემო, სულ შესყიდულია. არადა აქ ხალხი კარტოფილით ცხოვრობს. ჩემი ქმარი სტომატოლოგია, მუშაობს, მაგრამ არ გვყოფნის, ისეთი ძვირია ცხოვრება. ახლა ტრაქტორები შევიძინეთ, რომ დაქირავებული მიწის დამუშავება და მოსავლის მოყვანა ცოტა იაფი დაგვიჯდეს“, - გვეუბნება სვეტა ლაგზიანი, სოფელ ხულგუმოს მკვიდრი. ფასი ძირითადად, ყველა სოფელში ერთნაირია. ერთი წლით ერთი ჰექტარი 100 ლარი ღირს.

„ეს მცირე ტერიტორია, რაც სახლთან გვაქვს, ჩვენი საკუთრებაა, მაგრამ არ გვყოფნის და ვქირაობთ. მაგალითად, შენ თუ გაქვს და არ თესავ, მე გთხოვ, მომეცი, მე დავთესავ და გადაგიხდი“, - გვიხსნის სოფელ ხულგუმოში ნაპოლეონ მანუკიანი.

იგივე პრობლემა აქვთ ნინოწმინდაშიც. სახნავ-სათესის გარდა, თანდათან დაპატარავდა ტერიტორია, რომელსაც სოფელ ორლოვკის მოსახლეობა საძოვრად იყენებდა.

„საძოვარი ძალიან შორს არის, იმდენად შორს, რომ შეუძლებელია ერთ დღეში ნახირი წავიდეს, მოძოვოს და დაბრუნდეს. ამიტომ ახლოშივე ვაძოვებთ, რისი საშუალებაც არის“,
- გვითხრეს ადგილობრივებმა.

იმის გამო, რომ მათი სათიბები გასხვისდა, ადგილობრივები იძულებული არიან პირუტყვის რაოდენობა შეამცირონ. ეს კი მათ სოციალურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება.

„მიწა რომ არ მაქვს, ძროხებიც არ მყავს. ხუთი შვილი მყავს, წამოდით ჩემთან სახლში და ნახეთ, როგორ ვცხოვრობთ, აქ სიღატაკეა“, - გვითხრა შურა ეღოიანმა.

ორლოვკის მსგავსად, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების რაოდენობა თანდათან მცირდება ნინოწმინდის სოფელ გორელოვკაშიც. მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლის გარშემო მიწები ისე სხვისდება, ამის შესახებ გლეხებმა არაფერი იციან და მხოლოდ მაშინ იგებენ, როცა ახალი მეპატრონე ტერიტორიაზე შესვლას კრძალავს.

„ჩემი სახლის უკან მიწა ახლა სხვის ხელშია. მე აქ არ ვიყავი და სხვას მისცეს. ყველა ოჯახს ეკუთვნის 1,25 ჰა, მაგრამ მე არ მაძლევენ, ამბობენ, რომ სხვა უფრო ადრე მოვიდა სოფელში და უპატრონა. მაგრამ ეს ჩემი სახლის მიწაა. როგორ უნდა ვიცხოვრო? ვისაც საქონელი არ ჰყავს, იმისგან ვქირაობ მიწას, თივას ვთიბავ, რომ პირუტყვი შევინახო“
, - ამბობს არმენ კარაპეტიანი, სოფელ გორელოვკას მკვიდრი.

„თივა სად უნდა მოთიბო, ვინ მოგაცელინებს? არ არის გამოთავისუფლებული ტერიტორიები, სადაც შეიძლება რომ მოთიბო და ამის გამო შევაცოტავეთ საქონელი. ჩვენ სად გვაქვს მაგისი თანხები რომ ვიყიდოთ მიწა? შეიძლება სახელმწიფოს აქვს თავისუფალი ტერიტორიები, მაგრამ ვინ გვაძლევს, არ გვაქვს მაგის უფლება“, - გვითხრა გორელოვკაში მცხოვრებმა ანზორ მარკოიძემ.

მაღალმთიან სოფელ გორელოვკაში ეთნიკურად სომხები, აჭარიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტები და მცირე რაოდენობით დუხაბორები ცხოვრობენ. უვლიან პირუტყვს და მოჰყავთ კარტოფილი - ეს არის ადგილობრივების შემოსავლის ერთადერთი წყარო. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, გორელოვკაში 1 165 პირი ცხოვრობს, თუმცა აქ ამბობენ, რომ მოსახლეობის რაოდენობა სულ უფრო მცირდება - ადგილობრივები მიწის სიმცირეს გაურბიან. ვინც რჩება, საქონლისთვის თივას ყიდულობს.

„თავისუფალი მიწა არ არსებობს, რომ იქირაო ან მოთიბო, ყველას ერთი პატრონი ჰყავს. არ მინდა კონკრეტული სახლების დასახელება. ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ, არ გვეზარება მუშაობა, მაგრამ სახნავი მიწაც არ გვაქვს. სოფლის მოსახლეობის 70% ნორმალურად ვერ ცხოვრობს ამის გამო“, - გვითხრა გორელოვკაში მცხოვრებმა რევაზ იაკობაძემ.

სოფლის მეურნეობა სახნავისა და სათიბის გარეშე ვერ განვითარდება - ამბობენ გორელოვკაში, მათ კი სწორედ მიწების დეფიციტი აქვთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის გამო, სოფელს სულ უფრო მეტი ოჯახი ტოვებს.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა რვა წელში 24-დან 17 ათასამდე შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შვიდი ათასი პირიდან, ვინც მუნიციპალიტეტი დატოვა, 6 200 სოფლებში ცხოვრობდა.

რეგიონის ფერმერების პრობლემებს კარგად იცნობს მახარე მაცუკატოვი, ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორი. მახარე გვიყვება, როგორ დაიწყო ჯავახეთის ნოყიერი მიწების პრივილეგირებულ ფენაზე გადანაწილება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა სახელმწიფო ქონება კოლმეურნეობის თავმჯდომარეებს და ისეთ პირებს დარჩათ, რომლებსაც პრივილეგიები და თანამდებობები ჰქონდათ. ტერიტორიები, რომლებიც იმ პერიოდში დატაცებას გადაურჩა, ახლა მთავრობასთან დაახლოებული პირები ისაკუთრებენ. ამის გამო, ნინოწმინდაში მიწის მონოპოლია შეძლებულებმა მოახდინეს.

„90-იანი წლების შემდეგ, როცა მიწის რეფორმა დაიწყო, ძალიან ბევრჯერ შეიცვალა კანონი ნორმატიული აქტებით და ბრძანებებით, იმდენად ქაოსური გახდა, რომ ვინ გახდნენ ამ მიწის მფლობელები, ან რა მიწაა თავისუფალი, რომელზეც შეიძლება ფერმერს ჰქონდეს პრეტენზია, ვერ გაიგებ. ახლა გვყავს დიდი მიწათმფლობელები, რომლებიც ხშირად თვითონ არც იყენებენ ამ მიწას და ქვეიჯარით აძლევენ ამავე სოფლის მაცხოვრებლებს, რაც არასწორია. ამ საკითხს როგორ მოევლება არ ვიცი, რადგან კანონმდებლობით ისინი მართლები არიან“, - ამბობს მახარე.

მიწათმფლობელი დეპუტატი

„მიწა იმას აქვს, ვისაც ფულის შოვნის შნო აქვს“,
- ამბობენ ნინოწმინდაში. თუ დარეგისტრირებული მიწის ფართობით ვიმსჯელებთ, მუნიციპალიტეტში ასეთი რამდენიმე ადგილობრივია, ყველა ან მაღალი თანამდებობის პირი, ან მათი ოჯახის წევრია.

საკუთრებაში არსებული მიწის ფართობით თუ ვიმსჯელებთ, ერთ-ერთი მსხვილი მიწათმფლობელი პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ სუმბატ კიურეღიანი. ოფიციალურად ის, მისი ცოლი, დედა, მამა და შვილი ჯამში, დაახლოებით, 3 800 000 კვ.მ. მიწას ფლობენ, რაც რვაჯერ აღემატება ჯუჯა სახელმწიფო ვატიკანის ფართობს. ამ თემაზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც სუმბატ კიურეღიანისა და მისი გარემოცვის საკუთრებაში არსებულ მიწებზეა საუბარი.

სუმბატ კიურეღიანი 2012-2020 წლებში ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ცოლი გორელოვკაში სკოლის დირექტორია. სუმბატის მამა, სეირან კიურეღიანი კი 17 წელია ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. მმართველი პარტიის დეპუტატს ვკითხეთ, როგორ შეძლო ათასობით ჰექტრის დარეგისტრირება, როცა მის თანასოფლელებს სახნავ-სათესი მიწაც კი არ აქვთ. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ქონება მიწის რეფორმის ფარგლებში, კანონიერად დაირეგისტრირა.

„მიწის რეფორმა ასჯერ არ ხდება, ორჯერ მოხდა. ერთი საბჭოთა კავშირის გაუქმების შემდეგ 1997 წლამდე და მეორე ალბათ, 2001 წელს. 2006 წელს მიწა არენდით ავიღე კანონის ფარგლებში. მაშინ იმდენად ბევრი მიწა იყო, ხალხს არავის სჭირდებოდა. ამის შემდეგ უფლება გვქონდა არენდით აღებული მიწები საკუთრებად დაგვერეგისტრირებინა. ალბათ, 2010 წელს პარლამენტმა გააუქმა ეს კანონი და ბევრი ადამიანის მიწა გასხვისდა. მაგის შემდეგ კანონით რაც გვეკუთვნოდა, ჰექტარი და 25 მეასედი დავირეგისტრირეთ“.

კიურეღიანი ამბობს, რომ გორელოვკაში ის ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელი არ არის და სოფლის მიმდებარე ტერიტორია სხვა ფერმერებს აქვთ დარეგისტრირებული.

„საქართველოში ყველაზე დიდი ფართობის მიწის ნაკვეთები აქვს ნინოწმინდას. გორელოვკაში დაახლოებით, 8 700 ჰექტარი მიწაა. ამ მიწებს 200 ოჯახი იყენებს. ჩემს ოჯახს გორელოვკაში 177 ჰექტარი მიწა გვაქვს. ამაში შედის საძოვარი და სახნავ-სათესი. ჩემზე ათჯერ მეტი მიწები აქვთ მარნეულელ და თუშ მწყემსებს, რომლებსაც ნინოწმინდის მიწები აქვთ დარეგისტრირებული. უბრალოდ, საჯარო მოხელეებს სხვანაირად, არამეგობრულად ექცევიან“.

მიწათმფლობელები მხოლოდ კიურეღიანები არ არიან. საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა, როგორ ხდებოდა სახელმწიფო ქონების პრივატიზება სამცხე-ჯავახეთში ბოლო 10 წლის განმავლობაში.

კვლევის მიხედვით, რეგიონში ქონებას იღებენ „ქართულ ოცნებასთან“ კავშირში მყოფი პირები. ძირითადად, თანამდებობის პირების ოჯახის წევრები ან მმართველი პარტიის შემომწირველები. ორგანიზაციის შესწავლილ 39 სუბიექტიდან 75%-მა უკონკურენტოდ იყიდა ელექტრონულ აუქციონზე გატანილი მიწები.

„ტენდენცია ასეთია: ვიღაც ინიშნება თანამდებობაზე და ძალიან მალე მისი ოჯახის წევრი, მასთან კავშირში მყოფი ადამიანი ყიდულობს მიწას უკონკურენტოდ და ერთი ბიჯით, ან ძალიან მალე ის სწირავს „ქართულ ოცნებას“ სოლიდურ თანხას. ერთი შეხედვით, შესაძლოა პრობლემა არ იყოს, მაგრამ როდესაც ამას მთლიანობაში უყურებ, ხედავ, რომ რეალურად ქონება სხვისდება მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირებზე“, - ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კორდინატორი სამცხე-ჯავახეთში თამუნა უჩიძე. მისი თქმით, 2013-2021 წლებში, სამცხე-ჯავახეთში, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ და თანამდებობებზე მყოფ პირებზე, 507 998 კვ.მ. მიწა გასხვისდა აუქციონით და პირდაპირი მიყიდვის წესით.

„ახალქალაქში მიწები იყიდა ყოფილი დეპუტატის ენზელ მკოიანის შპს „მეეკმა“, ასევე დეპუტატ სამველ მანუკიანის ბიზნესპარტნიორმა, ასევე ერთ-ერთი ყოფილი გამგებლის დედამ, ნინოწმინდის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის მამამ. მაგალითად, ნინოწმინდის პარკი „ქართულ ოცნებასთან“ მყოფ პირებს დასაკუთრებული ჰქონდათ როგორც სახნავ-სათესი მიწა. ჩვენი კვლევის შემდგომ ამ ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო“, - გვიხსნის თამუნა უჩიძე.

საკითხი, რომელზეც წლებია ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორი საუბრობს, უცნობია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა თვითმმართველობის შენობასთან პერიოდულად მართავს საპროტესტო აქციებს და ითხოვს მიწით სარგებლობის უფლებას, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი ამბობს, რომ ამ პრობლემის შესახებ არაფერი სმენია.

„რასაც თქვენ ამბობთ, ეგ არის, ბოდიში და ქუჩის საუბარი იმიტომ, რომ ჩამოყალიბებული მოთხოვნა და პრეტენზია უნდა ჰქონდეს ყველა მოქალაქეს, რისთვის ითხოვს მიწის ნაკვეთს, რამხელა მეურნეობა აქვს, რას აპირებს. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. ჩემთან არც ერთი ფერმერი ან დაინტერესებული პირი არ მოსულა. სხვადასხვა დროს გაცემული და დაუფლებული მიწებია. მე არ ვიცი ვის რამდენი ჰექტარი აქვს. წლების წინ როგორ მოხდა განაწილება, ეგ ჩვენი საკითხი არ არის, ყველა პერიოდში განსხვავებული წესები და კანონები იყო. ჩვენ შეგვიძლია მოსახლეობა დავაკვალიანოთ. მუნიციპალიტეტის პრეროგატივა არ არის მიწების გასხვისება“,
- გვითხრა ანივარდ მოსოიანმა. მუნიციპალიტეტის პირველი პირი მოსახლეობას ურჩევს, რომ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მიმართონ და მიწის პრივატიზება მათაც მოახდინონ.

„ქვეყანაში არსებობს უამრავი პროგრამა. ყველას აქვს უფლება მიმართოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქონების მართვას. მოსახლეობას უნდა, რომ ასე უბრალოდ აჩუქონ მიწები. არის უამრავი პროექტი, სადაც ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ამ გზით არავის არ უნდა. რაც შეგვიძლია ვეხმარებით მოსახლეობას. მერიამ ძალიან კარგად იცის რომელ თემს რა ესაჭიროება. ჩვენ გვაქვს მუნიციპალურ საკუთრებაში მიწები, რომლებიც დათმობილი გვაქვს ხალხისთვის და არ გვაქვს გატანილი აუქციონზე“.

რა არის საძოვრების ხელმისაწვდომობის პროგრამა

ნინოწმინდელების პრობლემა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამამ ვერ გადაჭრა, რომელიც საქართველოს მთავრობის #497 დადგენილებით, 2021 წლის ოქტომბერში ამოქმედდა. პროგრამის მიხედვით, ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელსაც ჰყავს მსხვილფეხა ან წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, საძოვრის მიღება სამწლიანი იჯარით შეუძლია. ერთი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის განკუთვნილია არანაკლებ, ერთი ჰექტარი სათიბ-საძოვარი.

პროგრამის მიზანია „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების რაციონალური გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; მეცხოველეობის სფეროში დასაქმებული ფერმერების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; საძოვრების დეგრადაციის პრევენცია; მეცხოველეობის განვითარებისა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა“.

საძოვრები აუქციონზე მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს ეტაპობრივად გააქვს. მაგალითად, 12 დეკემბერს, ვებ-გვერდზე land.gov.ge გამოქვეყნდა 171 მიწის ნაკვეთი, საიდანაც 40 სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. მეათე ეტაპის აუქციონის ფარგლებში, იჯარით გასაცემი საძოვრების ფართობი 13 000 ჰექტრამდეა, აქედან 4 500 ჰექტარზე მეტი სამცხე-ჯავახეთშია.

„საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი რეგიონი საძოვრების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთია. ძირითადად, მსხვილი ბიზნესია დაინტერესებული, ვინაიდან რეგიონის საძოვრები არის ერთ-ერთი საუკეთესო“, - ამბობს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე. გიორგი მიშელაძის თქმით, პროგრამა ითვალისწინებს როგორც ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, ასევე კოოპერატივებისა და ამხანაგობებისთვის საძოვრების იჯარით გადაცემას. მთავარი პირობაა, რომ ფერმერს პირუტყვი საკუთრებაში ჰყავდეს.

„ყველაზე დიდი პრობლემა ამ პროგრამისთვის ის არის, რომ ძალიან ბევრი ნაკვეთი, რომელიც საძოვრად გამოიყენება, არ არის რეგისტრირებული ან კატეგორია არ აქვს განსაზღვრული და ამიტომ მისი პროგრამაში ჩართვა გვიჭირს. მიდის ღონისძიებები, რომ საძოვრად გამოყენებულ მიწის ნაკვეთებს მიენიჭოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და საძოვრის კატეგორია, რომ პროგრამის ფარგლებში იჯარით გაიცეს“.

პროგრამის ფარგლებში, ქვეყანაში დაახლოებით, 14 200 ჰექტარი საძოვარია იჯარით გაცემული, აქედან 5 000-ზე მეტი ჰექტარი სამცხე-ჯავახეთში. რეგიონში საწყის სააუქციონო ფასად 15 ლარია განსაზღვრული. გიორგი მიშელაძე ამბობს, რომ შესაძლებელია ვაჭრობის შემდეგ, ჰექტარზე წლიურმა გადასახადმა 100 ლარი შეადგინოს. აუქციონზე მიწა ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობის გარეშე არ გადის:

„რაზეც გვეთანხმება ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, იმ მიწებს გავცემთ იჯარით. შეიძლება რომელიმე ნაკვეთით სოფელი სარგებლობს და თუ ასეა, ის მიწა აუქციონზე არ გაგვაქვს, რომ ხელი არ შეეშალოს მოსახლეობას სოფლის მიმდებარედ საძოვრის სარგებლობაში. ჩვენი მხრიდან ინტენსიურად მიდის საინფორმაციო კამპანია, როგორც ელექტრონული საშუალებებით, ასევე ადგილზე ჩასვლით. სოციალური ქსელი, ვებ-გვერდი - თუ რაიმე საშუალება არის, ვცდილობთ მივაწოდოთ ფერმერებს ინფორმაცია. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებში არსებობს სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები და იქ შეუძლიათ ფერმერებს დეტალური ინფორმაცია მიიღონ. სურვილის შემთხვევაში ჩვენ დაგვიკავშირდებიან.“

ამ ეტაპზე, აუქციონზე გატანილი 40 საძოვრიდან, ერთი ახალციხეში, სამი ასპინძაში, 11 ბორჯომში და 25 ნინოწმინდაში მდებარეობს. ფერმერების განაცხადების მიღება 2024 წლის 27 იანვრამდეა შესაძლებელი.

მიწის რეგისტრაციის ეროვნული პროექტი ჯავახეთში

ფერმერთა ცხოვრება მნიშვნელოვნად უნდა გაეუმჯობესებინა მიწის სისტემური რეგისტრაციის ეროვნულ პროექტს, რომლის მიხედვითაც საჯარო რეესტრი უფასოდ აზომავდა მიწის ნაკვეთებს, მოიძიებდა შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებდა საკუთრებას. სრულყოფილი საკადასტრო მონაცემების შესაქმნელად პროექტი 2022 წელს დაიწყო და დასრულების თარიღად 2025 წლის პირველი იანვარი განსაზღვრა. ამ პერიოდში ქვეყანაში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწა უნდა დარეგისტრირდეს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ახალქალაქის და ნინოწმინდის სოფლებში საკადასტრო-აზომვითი სამუშაოები, გეგმის მიხედვით, 2023 წლის მაისსა და სექტემბერში უნდა დაწყებულიყო.

„ჩვენთან წელს ფაქტობრივად, არაფერი ხდებოდა. წესით, ახლა აქ უნდა იყვნენ ამზომველები, მაგრამ განრიგით არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა. ადგილობრივებს ეშინიათ, რომ ჯავახეთში არ იქნება რეგისტრაციის პროცესი“, - ამბობს რიმა ღარიბიანი, ა(ა)იპ „ღია საზღვრების“ თავმჯდომარე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში ამბობენ, რომ პროექტი ჯავახეთში განსაზღვრული გეგმა-გრაფიკით ვერ დაიწყო და ამის მიზეზი რეგიონის მკაცრი კლიმატია. უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ სამუშაოები ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, დასრულების შემდეგ კი ახალქალაქში დაიწყება.
პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დანარჩენი ინფორმაცია ოფიციალურად გამოვითხოვოთ. წერილი უწყებას უკვე გავუგზავნეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

რომელმა სახელმწიფო უწყებამ უნდა გააკონტროლოს მიწების გასხვისების პროცესი, რომ პრივატიზებამ გლეხები კიდევ უფრო არ დააზარალოს - სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს, რომ უწყება მხოლოდ ტექნიკურ მხარეს - რეგისტრაციას ახორციელებს და დანარჩენი მას არ ეხება. სსიპ ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში კი გვითხრეს, რომ მიწა სახელმწიფოს საკუთრებაა და მისი გასხვისებისას ვინმესთან შეთანხმების საჭიროება არ დგას. დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში, ქონება გადის აუქციონზე.

„საპრივატიზებო პროცედურების მიხედვით, თითოეული უძრავი ქონების განკარგვამდე, სააგენტო აქტიურ კოორდინაციაშია ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და აუქციონის ინიციირება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმისწარმოებაში არ ფიქსირდება პრივატიზაციის დამაბრკოლებელი გარემოება“, - მოგვწერეს ქონების მართვის ეროვნული სააგენტოდან.

რა ფართობი დარეგისტრირდა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში, რამდენი საძოვარია იჯარით ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე და ვინ სარგებლობს სახელმწიფო ქონებით - ეს საჯარო ინფორმაცია არც ერთმა უწყებამ არ მოგვაწოდა, ამიტომ ოფიციალურად გამოვითხოვეთ. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
Facebook Twitter
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 18 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
ასპინძა 16 °C
img
ადიგენი 16 °C
img
ბორჯომი 17 °C
img
თბილისი 19 °C
img
აბასთუმანი 14 °C
img
ბაკურიანი 12 °C
img
ნინოწმინდა 11 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8440
EUR
EUR
1
2.8713
RUB
RUB
100
2.9096
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6760
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişbahiscom girişbahiscom twittersuperbetinstarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelerbahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibom giriş casibomhttps://repository.unisfat.ac.id/css/styles/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinmarsbahisnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobet girişcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahisçanakkale habersigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingbetparkgrandpashabet+18 filmvbetcasino levantholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10imajbetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornomeritkingonwingrandpashabetMatadorbetjojobetcasibomgrandbettingklasbahiskalebetPerabetholiganbettarafbetpokerklasyouwinbetpasbetpasbetbooDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetmeritkingbetkanyon twittermarsbahispusulabet7slotsbets10kadiköy travestiSahabetgrandpashabetSahabetbetturkeyholiganbetholiganbetThesakultahodeonbetbettiltgoldenbahisbetvolemeritkingmarsbahismarsbahisultrabetholiganbetimajbetholiganbetzbahisSahabetgoldenbahisxslotxslotgrandpashabetbaywincasibomTarafbetbahsegelTarafbetbets10betebet