სოფლის მეურნეობა
კარტოფილის იმპორტი შემცირდა
2024 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში წარმოებული კარტოფილის ექსპორტი დაახლოებით 87%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის იანვარში ექსპორტზე 140 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 446 ტონა კარტოფილი გავიტანეთ. რაც შეეხება გასული წლის იანვარს, აღნიშნულ პერიოდში 17 980 აშშ დოლარის 150 ტონა კარტოფილი გავიდა ადგილობრივ ექსპორტზე. 

რაც შეეხება ფასს, კარტოფილის საექსპორტო ფასი მიმდინარე წელის იანვარში თითქმის 61%-ით გაიზარდა. მაგალითად, 2024 წლის იანვარში თუ 1 კგ კარტოფილის საექსპორტო ფასი თუ 0,31 დოლარს შეადგენდა, გასული წლის იმავე პერიოდში ფასი დაახლოებით 0,12 დოლარი იყო. 2024 წლის იანავრში კარტოფილი მხოლოდ აზერბაიჯანში გავიტანეთ ექსპორტზე.

რაც შეეხება იმპორტს, 2024 წლის იანვარში იმპორტი შემცირდა. ამ პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 1,410 მლნ დოლარის 5 197 ტონა კარტოფილი, ხოლო 2023 წლის იანვარში 122 ათასი დოლარის 463 ტონა.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კარტოფილის იმპორტი 91%-ით შემცირდა, საექსპორტო ფასი კი თითქმის იგივე დარჩა (2024 წლის იანვარში - 0,27 დოლარი, 2023 წლის იანვარში - 0,26 დოლარი). აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის იანვარში იმპორტიორი ქვეყნები იყო ბელარუსი, რუსეთი, სომხეთი, ირანი, ნიდერლანდები და ავსტრია.
| Print |