SSSS



უძველესი მესხური ვაზის ჯიშების კოლექციონერი ზიკილიიდან
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში მცხოვრები ემზარ გაჩეჩილაძე მესხური ვაზის მოძიებითაა დაინტერესებული. უნიკალური, გადაშენების პირას მყოფ ჯიშებს სამცხე–ჯავახეთის ტერიტორიაზე მიაკვლია და ეზოში გაახარა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში მცხოვრები ემზარ გაჩეჩილაძე მესხური ვაზის მოძიებითაა დაინტერესებული. უნიკალური, გადაშენების პირას მყოფ ჯიშებს სამცხე–ჯავახეთის ტერიტორიაზე მიაკვლია და ეზოში გაახარა.

„მესხური სამარიობოს“ გარდა, ემზარ გაჩეჩილაძის ეზოში ასამდე  ჯიშის ვაზი ხარობს. მევენახე, ძირითადად მესხური ჯიშების მოძიებასა და გახარებაზეა ორიენტირებული. საქმიანობით 15 წლის წინ დაინტერესდა, შედეგად მის საკარმიდამო ნაკვეთში ვაზის უნიკალურ ჯიშებს შეხვდებით. ხარისთვალა როგორც თეთრი ასევე შავი, საფარულა, ჩიტისკვერცხა თეთრი და შავი, ბუდეშური, ცხენი ძუძუ თეთრი, ასპინძურა, ცხენის ძუა შავი და სხვა – მესხურ ჯიშებს სამცხე–ჯავახეთის ტერიტორიაზე ეძებს, მის ფოთლებსა და ნაყოფს, სხვადასხვა ლიტერატურაში აღწერილ ჯიშებს ადარებს, ადგენს სახელწოდებას და შემდეგ გასახარებლად ეზოში რგავს.

კვირტის გაფურჩქვნიდან– ფოთოლცვენამდე პროცესს კვალდაკვალ მიჰყვება. საჭიროების შემთხვევაში წამლობას უტარებს. მესხურის გარდა, დაინტერესებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საუკეთესო ჯიშების შეგროვებით. მის ეზოში ადგილს იკავებს საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ვაზიც.

იმისთვის, რომ ვაზმა უკეთესად გაიხაროს, მწარე საძირეებზე ამყონობს. საყვარელი საქმიანობა ბოლო წლებში ბიზნესად აქცია და სანერგე მეურნეობა ჩამოაყალიბა, სადაც თავისივე მოძიებული მესხური ჯიშები გამოჰყავს. ყოველწლიური შემოსავალი, ვაზის ნერგების რეალიზაციით,  4  000 ლარს უტოლდება.

ბოლო ერთი წელია ვაზის გარდა ვაშლის ახალი ჯიშების გამოყვანითაც დაინტერესდა. მწარე საძირეებზე სხვადასხვა თანამედროვე ჯიში დაამყნო. მომავალ წელს ნერგები გასაყიდად მზად იქნება.

„მესხური საფერე“, „ბეჟანა“ და „ცხენის ძუა თეთრი” – ამ სამ უნიკალურ ჯიშს მესხეთის ტერიტორიაზე ვერსად მიაკვლია. ძებნას რეგიონის მასშტაბით ისევ აგრძელებს და იმედს არ კარგავს, რომ მის ეზოში მესხურ ვაზს სხვა უძველესი ჯიშებიც შეემატება.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე


Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.