SSSS



სოფლის მეურნეობა
რეზო გიქოშვილი – წარმატებული მევენახე ახალციხიდან
ახალციხის ციხის აგრონომი – გამწვანების სპეციალისტი რეზო გიქოშვილი წლებია მევენახეობას მისდევს. მის საზაფხულო სახლის ეზოში დღეისათვის ათეულობით მესხური ვაზი ხარობს.

ახალციხის ციხის აგრონომი – გამწვანების სპეციალისტი რეზო გიქოშვილი წლებია მევენახეობას მისდევს. მის საზაფხულო სახლის ეზოში დღეისათვის ათეულობით მესხური ვაზი ხარობს.

გიქოშვილების საზაფხულო სახლის ეზოს დღეს კიდევ ორი ძირი ვაზი შეემატა. ნამყენი „ჩიტისკვერცხა თეთრი“ ორ წელიწადში უკვე ნაყოფს მოისხამს.

ახალციხიდან 35 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 957 მეტრზე, რეზო გიქოშვილმა ათეულობით ჯიშის ვენახი გაახარა. თავდაპირველად კლდიანი ტერიტორია შეიძინა, ადგილზე მიწა დაყარა, მოასწორა და 2 მეტრამდე ნაყარ ნიადაგზე საცდელად რამდენიმე ძირი ვაზი დარგო. ბუნებრივ პირობებს ვენახი კარგად შეეგუა, შესაბამისად დღეისათვის გიქოშვილების კუთვნილ ტერიტორიაზე 120 ძირი ვაზი ხარობს. თავდაპირველად ნაჩუქარი ვენახი გაახრა, ზედა ვარძიიდან ბაგრატ დევნოსაძემ ერთი რიგი მესხური ვაზით დაასაჩუქრა, საქმიანობაც სწორედ აქედან დაიწყო.

ვაზის სიყვარულმა რეზო გიქოშვილს სამცხე–ჯავახეთი შემოატარა. ზოგიერთი ჯიში თავადვე მოიძია, ზოგი შეიძინა, ზოგი კი აჩუქეს. ყველა მათგანს თავი ერთ ტერიტორიაზე მოუყარა. დღეისათვის გიქოშვილების საზაფხულო სახლის ეზოში, ძირითადად მესხური ვაზი ხარობს, ბოლო ორი წელიწადია ადგილი დაიკავა ევროპულმა ვენახმაც, რომელიც დიდი მტევნებით ხასიათდება და ძირითადად სუფრისთვის გამოიყენება.

„მოვლა იმდენჯერ სჭირდება, რამდენჯერაც ვენახი გეტყვის“ – ამბობს ახალციხელი ფერმერი. მისი თქმით, ვაზი კახეთში თუ ათ დღეში ერთხელ იწამლება, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ახალციხის მუნიციპალიტეტში მას წამლობა 5–6–ჯერ სჭირდება.

სამცხე–ჯავახეთის ტერიტორიაზე დაახლოებით ათიათასამდე ძირი ვენახი აქვს დარგული. საკუთარ ტერიტორიის შემდეგ ვაზი მეგობრებსაც გაუხარა. გარდა ამისა, დღეისათვის ახალციხის ციხე, ტურისტებში ტერასული მევენახეობით თავს რომ იწონებს, სწორედ რეზო გიქოშვილის ინიციატივით გაშენდა.

რეზო გიქოშვილმა 20 წლიანი გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტა მევენახეობაზე წიგნი გამოეცა. იდეა 2015 წელს განახორციელა და „მესხური ვაზი და ღვინო“ გამოსცა. წიგნში აღწერილია ნიადაგის დამუშავების ტექნოლოგიები, მესხური ჯიშები, მათი გახარების გზები და სხვა.

სამომავლოდ მევენახე საყვარელი საქმიანობის გაგრძელებას კვლავ ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გეგმავს. იდეა, კომპლექსის ზედა ნაწილში ადგილობრივი ჯიშის ვენახი ტერასებზე გაეშენებინა,  თავად ვერ განახორციელა, ამიტომ გადაწყვიტა მესხური ვაზის გახარებაში ახალგაზრდა მევენახეს გიორგი ნათენაძეს  დაეხმაროს.

ავტორები: თიკო კურტანიძე,  ნანა ინასარიძე


Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.