დავით ათუნაშვილის მეფრინველეობის ფერმაში გაფართოება დაიწყო
სოფელ კლდეში მეფრინველეობის ფერმა ფუნქციონირებს, რომელსაც ახალციხის მკვიდრი დავით ათუნაშვილი ხელმძღვანელობს. ფაბრიკაში, დღეისათვის, გაფართოება მიმდინარეობს.

სოფელ კლდეში მეფრინველეობის ფერმა ფუნქციონირებს, რომელსაც ახალციხის მკვიდრი დავით ათუნაშვილი ხელმძღვანელობს. ფაბრიკაში, დღეისათვის, გაფართოება მიმდინარეობს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მეფრინველეობის ფაბრიკაში 12 000 ფრთა ქათმის გვერდით  ბინას მალე ამავე რაოდენობის კვერცხისმდებელი ფრინველი დაიდებს. ობიექტის გაფართოება უკვე მიმდინარეობს. სამცხე–ჯავახეთში მსგავსი ტიპის ფერმა  არ არსებობს. მისი დაფუძნება სწორედ ამიტომ გადაწყდა. „მესხეთის მეფრინველეობის“ კვერცხით დღეისათვის სამცხე–ჯავახეთის სუპერმარკეტები მარაგდება. შპს–ს დირექტორი ამბობს, რომ მოთხოვნა დიდია და ამიტომ გაფართოების შემდეგ, რეგიონის ბაზარს მაინც ვერ გაცდება.

დავით ათუნაშვილის მეფრინველეობის ფაბრიკაში  ამ დროისათვის 15 ადამიანია დასაქმებული. გაფართოების შემდეგ მუშა–ხელის რაოდენობა გაიზრდება და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემა სოფელშივე დასაქმდეს. ფაბრიკაში ძირითადი საქმიანობა გალიების დასუფთავება, დღეში ორჯერ ქათმების კვება, კვერცხების მოგროვება და მისი დახარისხებაა. თითოეული,   წონის მიხედვით თავის ადგილს იკავებს.

მეფრინველეობის ფაბრიკაში ქათმის სპეციალური  ჯიშს – სუპერნიკს უვლიან. ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, ადგილზევეა მოწყობილი წისქვილი, სადაც სხვადასხვა სახეობის მარცვლეულს ფქვავენ. გარდა ამისა, ფაბრიკის ხელმძღვანელები ცდილობენ თანამედროვე ტექნიკა შეიძინონ და სტანდარტები მაქსიმალურად მაღალ დონეზე აიყვანონ.

შპს „მესხეთის მეფრინველეობა“  სოფელ კლდეში ერთი წლის წინ გაიხსნა. ფაბრიკამ საქმიანობა სახელმწიფო  პროგრამის დაფინანსებით დაიწყო. ფერმაში 220 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მეფრინველეობის ფერმა 230 ათასი ლარით სარგებლობს.


Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.