SSSS



როგორია მოსახლეობის ჩართულობა აგროდაზღვევის პროგრამაში?
ბოლო პერიოდში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად აზარალა. დაზიანებულ სოფლებში კი მოსავლის დაზღვევის სტატისტიკა დაბალია. 

ბოლო პერიოდში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად აზარალა. დაზიანებულ სოფლებში კი მოსავლის დაზღვევის სტატისტიკა დაბალია. 

ასე გამოიყურება მინაძეების საკარმიდამო ნაკვეთი 29 მაისის სტიქიის შემდეგ. სოფელ ვარხანში, დაახლოებით 25 მეასედი ტერიტორია, სადაც მეპატრონე ბოსტნეული კულტურებისა და ნათესების დიდ მოსავალს ელოდა, ადიდებულმა წყალმა ლოდებითა და მოგლეჯილი ხეებით გაავსო. ოჯახი სარჩოს გარეშე დარჩა. მინაძეებმა მიწის ნაკვეთის ლოდებისგან გაწმენდა ამ დრომდე ვერ შეძლეს.

მოსავალი დაზღვეული არ აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ დაზარალებულ გლეხს სახელმწიფოს გვერდში დგომა სჭირდება. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში, შოთა ბიჩახჩიანს ღვარცოფმა ექვსი გოჭი და  რვა ქათამი დაუხრჩო. წყლით აივსო სახლი და სარდაფი. გარდა ამისა, სტიქიამ მიწის სამი ნაკვეთი დატბორა, სადაც 20 ტონა ჭარხალს ელოდებოდა, თუმცა ფიქრობს, რომ სტიქიის შემდეგ მხოლოდ 5 ტონამდე მოსავალს მიიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ მინაძეებისა და ბიჩახჩიანების ოჯახები  სტიქიამ პირველად არ აზარალა, არც ერთ მათგანს მოსავლის დაზღვევაზე არასოდეს უფიქრია.

დაზარალებულებისგან განსხვავებით, მათივე თანასოფლელი არსენ ნატრიაშვილი აგროდაზღვევით მეორე წელია სარგებლობს. 29 მაისის სტიქიამ, ოჯახს ხორბლის ყანა გაუნადგურა. დაზარალებულები ამბობენ, რომ ჯეჯილი გაყვითლდა და ხმება, ამიტომ ფიქრობენ, რომ წელს ხორბლის მოსავალს ვერ მიიღებენ. ფერმერი ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებმა ხორბლის ყანაში ზარალი აღწერეს. ოჯახი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კომპენსაციას ელის.

სოფელ ვარხანში, დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მოსავლის დაზღვევის მექანიზმებზე არაფერი სმენიათ. ნაწილი კი განმარტავს, რომ აგროდაზღვევა მათთვის კარგი გამოსავალია, თუმცა მისი პირობების გამო ვერ სარგებლობენ.

ადიგენში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებიდან, რამდენი ფერმერი სარგებლობდა აგროდაზღვევით – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში ჯერ არ იციან, თუმცა ამბობენ, რომ პროგრამით მოსარგებლე რეგიონში 500–მდე ფერმერია. შეღავათიანი აგროდაზღვევის პროგრამა გასულ წელს დაიწყო და მის ფარგლებში ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფართობისა და კულტურის დაზღვევა სეტყვაზე, ქარიშხალსა და წყალმოვარდნაზე შეუძლია. გადასახდელი თანხის 60–80% სახელმწიფო იხდის.

ზარალის დამთვლელმა კომისიამ, 29 მაისის სტიქიის შედეგად დატბორილი და განადგურებული სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და ნათესები შეისწავლა. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ,  ვარხანსა და უნწაში 40–მდე ოჯახი, 65 015 ლარით აზარალა. ადიგენის გამგეობაში ამბობენ, რომ მწირი ბიუჯეტის გამო, მოსახლეობას ზარალს ვერ აუნაზღაურებენ. სოფლის მეურნეობის სპეციალისტები კი გლეხებს აგროდაზღვევისკენ მიუთითებენ.


Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.